პროფესიული უნარების სააგენტო, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
პროფესიული უნარების სააგენტო, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს - ,,პროფესიულ განათლებაში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავება და განხორციელება".
კონკურსის მიზანია პროფესიულ დაწესებულებებში არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს საკვანძო კომპეტენციების განვითარებას, მათ შორის, მათემატიკა და ტექნოლოგიები, ციფრული უნარები, სოციალური უნარები, სამეწარმეო უნარები, წიგნიერება, მულტილინგვისტურობა, კულტურული ცნობიერება, გამოხატვის უნარები და სხვა.
აღნიშნული კომპეტენციების განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, სამოქალაქო ჩართულობას და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად ზრუნავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების გაძლიერებასა და პოპულარიზაციაზე.
დაინტერესებული პირებისთვის განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2025 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით, კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=650957
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.16:10
მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 1158 ძაღლი.
სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაცით, ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი მანიპულაციები:
• 1158 ძაღლი აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით
• 1130 იდენტიფიცირდა -დაითაგა საყურე ნიშნით (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დადებული საყურე ნიშანი)
• 978 ძაღლს გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია და დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში
• 180 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს
პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზემოთ მოცემულ მაჩვენებლებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.
ამავდროულად, მას შემდეგ რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს ჩართულობისკენ , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე- 15-01, სააგენტოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით 28 შეტყობინება დაფიქსირდა. მიმდინარე პროგრამის განხორციელების შესახებ მოთხოვნა აღინიშნება სხვა რეგიონებიდანაც ( რომლებსაც საპილოტე პროგრამა არ ფარავს).
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას.
ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას .
პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.