მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება

news image

 

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია (http://onlinereg.moh.gov.ge/login.html) და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება  (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

გამოცდები არსებული, მოქმედი წესების შესაბამისად გაიმართება. რეგისტრაციის ტექნიკური საკითხები, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

პროფესიული განვითარების საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრმა აღინიშნა, რომ დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების მიმართულებით რეფორმაზე მუშაობა გრძელდება, რათა შემდეგი ეტაპი განხორციელდეს დახვეწილი,  ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული სისტემის საშუალებით. ცვლილებები საგამოცდო ტესტების დახვეწასა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას მოიცავს, რაც კონკურენტუნარიანობის ზრდას, ექიმის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეფორმის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს საბჭოს წევრმა ექიმებმა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა. 

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ბათუმში საზღვაო ნავსადგურის შენობაზე უნებართვოდ მიშენებული კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

16.03.2026.12:16

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მითითების საფუძველზე, საზღვაო ნავსადგურის შენობაზე მიშენებული კაფე-ბარი და ღია სივრცეში განთავსებული მაგიდა-სკამები საჩრდილობლით, მეპატრონემ თავად დაშალა.

„კვების ობიექტს სანებართვო ვადები ამოწურული ჰქონდა. დემონტაჟის დასრულების შემდეგ, განხორციელდა სამშენებლო ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება.

უსახური და უნებართვო ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება, რაც ხელს უწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას და მოწესრიგებული სივრცის შექმნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა