მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი დაიწყო

news image

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ IT მიმართულებით მომუშავე მასწავლებლებს, კერძოდ, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, ქსელის ადმინისტრირების, ვებ-ტექნოლოგიების, Front-end დეველოპმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის პედაგოგებს.

კანდიდატების შერჩევა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროფესიული საქმიანობის შედეგების ანალიზისა და მათი რეპლიკაციის გეგმის საფუძველზე განხორციელდება. სპეციალური კომისიის მიერ  50 საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი შეირჩევა, რომლებიც საქართველოში ტრენინგს თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტების მიერ გაივლიან.

პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტრენერების შეფასების საფუძველზე, 15 საუკეთესო მასწავლებელი სასწავლო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება. საერთაშორისო ვიზიტში მონაწილეობის შემდეგ, თითოეული მასწავლებელი ვალდებული იქნება მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ კოლეგებს გაუზიაროს.  

კონკურსისთვის, კანდიდატმა, 2025 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით, განაცხადის ფორმა  უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე https://forms.office.com/e/d6r86YC9Q6.

დაინტერესებულ პირებს, კონკურსის შესახებ სრულ ინფორმაციას, შეუძლიათ გაეცნონ შემდეგ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=659724

პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მუდმივად  ზრუნავს პროფესიული განათლების მასწავლებლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის, პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელების გზით.

2024 წლიდან დღემდე, საერთაშორისო ვიზიტებში 55 მასწავლებელი ჩაერთო, რომლებმაც მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივ დონეზე კოლეგებსაც გაუზიარეს, რეპლიკაციების აქტივობებში საქართველოს მასშტაბით 700-მდე მასწავლებელი ჩაერთო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სავალუტო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, ეს წელი რეკორდული იქნება - ნათია თურნავა

26.08.2025.17:23

წლევანდელი წელი საუკეთესოა საერთაშორისო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდულ ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ვლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს.

ნათია თურნავას თქმით, რეზერვების აქტიური შესყიდვა აგვისტოშიც გრძელდება და უკვე შეიძლება ითქვას, რომ სავალუტო რეზერვების შესყიდვის თვალსაზრისით, ეს წელი რეკორდული იქნება. 

„აქ ძირითად როლს ასრულებს მზარდი ეკონომიკა და პირველ რიგში, ის საექსპორტო დარგები, რომლებიც საქართველოში უცხოური ვალუტის ძირითადი შემომტანები არიან. ეს არის ტურიზმი და სხვა მომსახურებისა და სასაქონლო ექსპორტი. რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გაესვას ზოგადად  სტაბილურ ვითარებას, რაც ძალიან მიმზიდველია ამ თავლსაზრისით, სიმშვიდე სავალუტო ბაზარზე და იმ ბიზნეს სუბიექტებთან ვინც უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვით არის დაკავებული.  ამ კუთხით, კეთილსაიმედო პროგნოზი გვაქვს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
  • მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
  • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
  • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
  • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
  • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა