პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
დღეიდან, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მრავალფეროვან და შრომის ბაზარზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდნენ.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ ვებ პორტალზე - vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროფესიული განათლება წარმოადგენს უმოკლეს და პრაქტიკულ გზას დასაქმებისთვის და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს საბაზო განათლება. პროგრამები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას, შეცვალოს არსებული პროფესიული მიმართულება, გაიღრმავოს ცოდნა სხვადასხვა დარგში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
პროგრამები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა, ბიზნესი, ადმინისტრირება, სამართალი, ჯანდაცვა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია, მომსახურებები, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, განათლება და სხვა.
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელებულ პროგრამებზე. აღნიშნული მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს, როდესაც პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გარკვეული ნაწილი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.
2025 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე - https://vet.emis.ge/#/
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge
სხვა სიახლეები
01.09.2025.17:46
2025 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება. პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებებებით:
• სამართალი
• ეკონომიკა
• ბიზნესის ადმინისტრირება
• მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა
• გეოლოგია/კარტოგრაფია
• ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები
• მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი
• ენერგეტიკა
• ფინანსები/აუდიტი
• საერთაშორისო ურთიერთობები
• საჯარო მმართველობა
• ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები
• კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
• ტრანსპორტი/ლოგისტიკა
• საზღვაო მიმართულება
• ჰიდროგრაფია
• ტურიზმის მიმართულება
• სოციალური მეცნიერებები
• პროგრამირება/IT მიმართულება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, www.hr.gov.ge -ის მეშვეობით.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი კომისია.