მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

პროექტის - „ ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ყვარლისა და თელავის სკოლების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ქ. ყვარლისა და ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 16 გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს პორტატული  და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცათ. 

 დაჯილდოების ღონისძიება ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.  

 ამავე ღონისძიებაზე, საჯარო სკოლის მოსწავლეების ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს სემეკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ლაგვილავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ქუთათელაძემ, ქ. ყვარლისა და ქ. თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირებმა.    

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტი  -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ უკვე მეორედ, წარმატებით ხორციელდება. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მოეწყო მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყობა.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გაიხსნა

06.06.2025.17:07

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გაიხსნა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამას სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 7 ქვეყნის (გერმანია, სომხეთი, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი) 200-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, აქსესუარები და სერვისები.

„WinExpo Georgia“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში, რომლის მიზანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაცია.

გამოფენას ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ჩატარდება სპეციალური ღონისძიება „WinExport FORUM, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იმპორტიორები შეხვდებიან ქართველ მეღვინეებს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება რიგით მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award,, რომლის ჟიურიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ღვინის ექსპერტებით. კონკურსში წარდგენილია 200-მდე ნიმუში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.

გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ თბილისში, 6-8 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონში ტარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა