მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

პრობლემა, რომელიც არსებობს ჩვენს შემთხვევაში, ეს არის საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობა - იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი - პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ალექსანდრე რატიშვილი

news image

პრობლემა, რომელიც არსებობს მწარმოებლების შემთხვევაში ეს არის ე.წ რითეილებთან ურთიერთობა - საცალო სავაჭრო ქსელებთან ურთიერთობის პრობლემა, - განაცხადა პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას. 

ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, ე.წ რითეილებთან იმყოფებიან არათანაბარ, უსამართლო პირობებში და თავის გადარჩენაზე არიან მწარმოებლები გადასულები. 

„გამომდინარე ასიმეტრიული ურთიერთობის ფაქტიდან როგორც თქვენ ბრძანეთ ადგილი აქვს მიმწოდებლების მიმართ და განსაკუთრებით მტკივნეული ეს არის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, დისტრიბუტორებისთვისაც და იმპორტიორებისთვისაც, მაგრამ მე როგორც მწარმოებელი ვლაპარაკობ მათი სახელით. იმდენად არათანაბარი, იმდენად უსამართლო პირობები აქვთ დაწესებული, რომ რაიმე განვითარებაზე, წინსვლაზე კი არა, თავის გადარჩენაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ განვვითარდეთ. თუ ამ საკითხს არ მიეხედა ჩემი წარმოებაც და ბევრი სხვაც ხვალ - ზეგ გაკოტრების პირას ვიქნებით, ვართ უკვე“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თამარ იოსელიანმა ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

19.02.2026.15:43

ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრში ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და საქართველოში პირველი ქალი ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გაიმართა. მარკები, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გაეშვა მიმოქცევაში, „საქართველოს ფოსტამ“ დაამზადა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის განცხადებით, ანზორ ერქომაიშვილისა და თამარ მამალაძის მარკების გამოცემა არის მადლიერების გამოხატვა ამ ორი ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ, რომლებმაც შეუფასებელი წვლილი შეიტანეს საქართველოს კულტურის, განსაკუთრებით, ფოლკლორის განვითარებაში.

„საფოსტო მარკას არ აქვს მხოლოდ საფოსტო საგადახდო და ფილატელისტური დანიშნულება, ის ქვეყნის ისტორიის, კულტურის და მიღწევების შესახებ პატარა ფორმატში მოქცეული დიდი ამბავია. ანზორ ერქომაიშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ქართული ფოლკლორი მსოფლიო კულტურის ღირსეულ ნაწილად აქცია. თამარ მამალაძე პირველი ქართველი ეთნომუსიკოლოგი ქალია, რომლის საქმიანობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობის განვითარებაში,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს და თამარ მამალაძის შთამომავლებს საფოსტო მარკების პირველი ეგზემპლარები გადასცა.

ქართული საფოსტო მარკები მიმოქცევაშია 2026 წლის იანვრიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა