მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.8
-0.0052
flag
AZN 1.5277
0
flag
CNY 38.935
-0.0004
flag
EUR 2.9082
-0.0008
flag
GBP 3.4665
-0.0084
flag
KZT 57.36
-0.0009
flag
TRY 0.0522
0
flag
USD 2.5966
-0.0005
news banner

პრემიერის შეფასება Business Insider Georgia-ს კითხვებზე საინვესტიციო გარემოსა და ლარის კურსის შესახებ

news image
mbc image

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საინტერესო შეთანხმებებს მივაღწიეთ სინგაპურში გამართულ შეხვედრებზე, ვფიქრობთ, ძალიან მალე ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ისარგებლებს იმ ძალიან საინტერესო მექანიზმებით, რომლებიც კიდევ უფრო დაეხმარება სტარტაპ კომპანიებს გაფართოებასა და ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაში - ავთანდილ კასრაძე

26.10.2026.15:02

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სინგაპურის მხარესთან ერთად შევთანხმდეთ იმ კონკრეტულ გზებზე, რომელიც ქართულ სტარტაპ კომპანიებს სინგაპურის ბაზარზე გაფართოებაში, დამკვიდრებასა და აქაური ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, რომელიც სინგაპურის უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH 2026-ში მონაწილეობს. 

ფორუმის ფარგლებში, ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, შეხვედრები გამართა სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის სამინისტროსა და სააგენტოში Enterprise Singapore.

ავთანდილ კასრაძის თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეულში მონაწილეობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ყურადღებას ამახვილებს სინგაპურის ბაზრის როლზე ქართული სტარტაპებისთვის და აღნიშნავს, რომ სინგაპური ქართული სტარტაპების გაფართოებისთვის სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში ერთგვარი კარიბჭეა.

„საინტერესო შეთანხმებებს მივაღწიეთ სინგაპურში გამართულ შეხვედრებზე, ვფიქრობთ, ძალიან მალე ქართული სტარტაპ ეკოსისტემა ისარგებლებს იმ ძალიან საინტერესო მექანიზმებით, რომლებიც კიდევ უფრო დაეხმარება სტარტაპ კომპანიებს გაფართოებასა და ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაში“, - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა