მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.2
0.0027
flag
AZN 1.583
-0.0003
flag
CNY 37.804
0.0043
flag
EUR 3.1651
0.0076
flag
GBP 3.6556
0.0145
flag
KZT 50.13
-0.0022
flag
TRY 0.0652
0
flag
USD 2.6921
-0.0004

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განისაზღვრება და დადგენილების სახით დამტკიცდება სახელმწიფო ქონების პირდაპირი გზით მიყიდვის და გაცვლის კონკრეტული წინაპირობები - ნინო ენუქიძე

news image

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან  გაცვლა განხორციელდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას - ამ შინაარსის ცვლილება შედის „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მომზადდა.

„საქართველოს მთავრობამ  მოიწონა „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებული პრაქტიკა გასწორდება და დარეგულირდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის, ასევე გაცვლის დროს შესაბამისი წინაპირობები - დაკონკრეტდება, რა შემთხვევებში და რა წინაპირობების არსებობისას იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან გაცვლა" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა იმან განაპირობა, რომ მოქმედი კანონმდებლობით არ არის დადგენილი წინაპირობები, თუ რა შემთხვევებში შეიძლება განხორციელდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლა  და  პირდაპირი მიყიდვის ფორმით გასხვისება. როგორც ნინო ენუქიძემ განმარტა, აქამდე სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე განკარგვის პირობებს  ინდივიდუალურად ადგენდა  საქართველოს მთავრობა და იღებდა გადაწყვეტილებებს, თუმცა, მისი შეფასებით, უმჯობესია, კანონის ფარგლებში, მკაფიოდ  განისაზღვროს სახელმწიფო ქონების პირდაპირი გზით პრივატიზების ან გაცვლის კონკრეტული წინაპირობები.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ აუცილებელია წინაპირობების დადგენა, თუ რა შემთხვევებში უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ ეს საგამონაკლისო ნორმები, ამიტომ, სწორედ აღნიშნული კანონპროექტით, მთავრობა ვალდებული იქნება ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით, კანონპროექტის მიღებიდან სამოცი დღის ვადაში შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს ეს წინაპირობები, რომლის მიხედვითაც მოხდება ქონების განკარგვა  როგორც გაცვლის, ასევე პირდაპირი მიყიდვის დროს" - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული ცვლილებების პროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს და კანონის ძალაში შესვლიდან 60 დღის ვადაში, ეკონომიკის სამინისტრო მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგენს ქონების პირდაპირი მიყიდვის და გაცვლისთვის კრიტერიუმებს,  რომლებიც შემდგომ დამტკიცდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, გულშემატკივრებისთვის მეორე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი დაემატა

09.09.2025.14:31

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ დამატებულ სუბსიდირებულ ჩარტერულ რეისზე ბილეთები სრულად გაიყიდა. რიგაში გაფრენისა და ისტორიულ მატჩზე დასწრების მსურველთა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 10 სექტემბერს, დამატებით კიდევ 1 სუბსიდირებული რეისი დანიშნა.

სუბსიდირებული ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 03:05 საათზე ავიაკომპანია Air Baltic შეასრულებს. ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 11 სექტემბერს, საქართველოს დროით 04:25 საათზე დააბრუნებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დაწყებულია.

რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელიც 10 სექტემბერს, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის მატჩზე დასასწრები ბილეთის წარდგენას შეძლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა