მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

news image

კინოდაჯილდოება „ელისო წელს მეორედ იმართება. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულებს 14 ივნისს, ექვს კატეგორიაში დაასახელებს.

„ელისოს“ დაარსების დღიდან, კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და  სიტროენი. მხარდამჭერები - სარაჯიშვილი, რუმს ჰოტელი და ვაზისუბნის მამული. 

წელს, „ელისოს“ შთამბეჭდავი  ჟიური ჰყავს, გთავაზობთ მცირე ინფორმაციას:

კარლოს რეიგადასი - მექსიკელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. კანის კინოფესტივალის სამი სხვადასხვა პრემიის ლაურეატი. 2025 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

აგნეშკა ჰოლანდი - პოლონელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. 
2020–2024 წლებში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი. ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და 2023 წელს, ვენეციის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი. 

სალომე კიკალეიშვილი
 - კინოკრიტიკოსი/ჟურნალისტი. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის - ფიპრესის (FIPRESCI) წევრი. ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს - ევროპული აღმოჩენა ‘’Prix Fipresci’’ კომისიის წევრი.

ელენე ნავერიანი - რეჟისორი/სცენარისტი. Swiss Film Awards-ისა და სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის - „შაშვი შაშვი მაყვალი. 2024 წლის „ელისოს“ საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული.

ტომას ჰაკიმი - პროდიუსერი საფრანგეთიდან. 2024 წლის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმის პროდიუსერი. 
2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი.

ანგელიკი პაპულია - ბერძენი მსახიობი და თეატრის რეჟისორი. სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი. 

დიტო ცინცაძე - რეჟისორი/სცენარისტი. ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის,  სან-სებასტიანის ოქროს ნიჟარის და თბილისის კინოფესტივალის ოქროს პრომეთეს არაერთგზის მფლობელი. 

შეგახსენებთ, რომ პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტია, რომლის მთავარი მიზანიც ხელოვნების, განსაკუთრებით კი, კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ქმნის ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს - დავით სონღულაშვილი

13.06.2025.16:46

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო

დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი უნიკალური ბუნება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების სერვისები სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა კი, თავის მხრივ, ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს აჩენს, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურად ისახება რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა დაცული ტერიტორიების რეინჯერების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცულ ტერიტორიებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება დაცვა და მოვლა-პატრონობა. ამ საქმეში რეინჯერთა პასუხისმგებლობა არის ფასდაუდებელი. ხშირ შემთხვევაში, პროფესიულ მოვალეობას რეინჯერები საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენრეინჯერების სათანადო სამუშაო პირობები და სოციალური გარანტიები სახელმწიფოს ზრუნვის საგანია.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 25 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათ საქმიანობაში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

მინისტრმა იმერეთის რეგიონის ყველაზე პოპულარული ბუნების ძეგლი, პრომეთეს მღვიმეც დაათვალიერა.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და წარმატებული ეკოტურისტული პროექტის მაგალითია. მღვიმე ყოველწლიურად ათობით ათას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობსმიმდინარე წლის მხოლოდ პირველი 5 თვის მონაცემებით, მღვიმე უკვე 57 307 ვიზიტორმა მოინახულა, რაც დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24%-ს შეადგენს

2015 წლიდან დღემდე, პრომეთეს მღვიმეში სახელმწიფოს მიერ განხორციელდა 4 555 000 ლარის ინვესტიცია. სრულად რეაბილიტირებულია მღვიმის ინფრასტრუქტურა, მოეწყო სანაოსნო მონაკვეთი; განახლდა ვიზიტორთა ცენტრი და ნავები, განათებისა და აუდიო სისტემები; აშენდა კაფეტერია და ყველა დარბაზი აღიჭურვა საინფორმაციო დაფებით. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო საჭიროებისამებრ, ყოველწლიურად ახორციელებს სამუშაოებს სერვისების განახლების და გაუმჯობესების მიზნით

მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი  იმყოფებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა