მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

პირველი Land Art Festival საქართველოში

news image

აჭარაში, 19 ოქტომბერს, „Land Art Festival“-ი გაიხსნება. უპრეცედენტო ფესტივალის პროექტი საქრთველოში პირველად განხორციელდება.  ლენდ არტ ფესტივალის კონცეფციის მიხედვით, ხელოვანი ადამიანები ღია სივრცეში, ადგილზე ნაპოვნი მასალების, ან ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით, დროებით და მუდმივ ინსტალაციებსა და სკულპტურებს ქმნიან.

მასშტაბური პროექტის ფარგლებში არტ ობიექტების შექმნა უკვე დაწყებულია. უნიკალურ ინსტალაციებზე ამ დროისთვის საქართველოში მოღვაწე 15 ხელოვანი მუშაობს. არტ ობიექტები ტერიტორიაზე ფესტივალის დასრულების შემდეგაც დარჩება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მისი დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

ლენდ არტის ტერიტორიაზე ბუნებრივი ლანდშაფტის, ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, განსაკუთრებულ სივრცე შეიქმნება, სადაც ხელოვნება ბუნებრივი გარემოს ნაწილი გახდება. ეს იქნება არტისტების შთაგონებისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების პლატფორმა. 

ფესტივალის პროგრამა საკმაოდ ვრცელია და მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ლექციებს, რომელშიც მხატვრები, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ლენდ არტის შექმნით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღების, ასევე სპეციალური ტექნიკის და უნარების სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ტერიტორიაზე მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. კინომოყვარულებისთვის ლენდ არტთან, ბუნებასთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებით ფილმების, ასევე ღია სივრცეშის ვიდეოინსტალაციების ჩვენება გაიმართება.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ლენდ არტ ფესტივალებისადმი ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ეს არის თანამედროვე ხელოვნების გარემო, სადაც სრულიად უნიკალური ნიმუშები ბუნებასთან ერთად იქმნება და სამომავლოდ ახალი ტურისტული მიზიდულობის ატრაქცია ხდება.

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ფესტივალის მიზანია: ხელოვნების ირგვლივ საზოგადოებრივი აქტივობის სტიმულირება, ტრადიციული ქართული ხელნაკეთობების შენარჩუნება და პოპულარიზაცია. ხელოვანებს, ვიზიტორებსა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის ინტერაქციის შესაძლებლობა. დიალოგის და იდეების გაცვლის სტიმლურიება,სხავადასხვა ქვეყნის კულტურული კავშირების შექმნა.  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

02.01.2026.18:48

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამავე საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა