მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7060.5
-0.0173
flag
AZN 1.5922
-0.0027
flag
CNY 37.944
-0.0121
flag
EUR 3.1593
-0.027
flag
GBP 3.6151
-0.0324
flag
KZT 49.68
-0.0031
flag
TRY 0.0651
-0.0003
flag
USD 2.7077
-0.0036

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით და ტენდენციებით შეგვიძლია ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაზე ქვეყანაში - პრემიერი

news image
პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებითაც გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით და ტენდენციებით შესაძლებელია  საუბარი  საშუალოვადიან პერსპექტივაში სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაზე ქვეყანაში.  
 
„ამ  შედეგებს აქვს კონკრეტული საფუძველი. ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო ლიბერალური საგადასახადო სისტემა,  ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლიდან მოყოლებული და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს აღმოუჩინოს ყველანაირი მხარდაჭერა. 
 
ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი და ვფიქრობ, რომ მენეჯმენტიც არის უზრუნველყოფილი  მაღალ დონეზე შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ADB-ს პროექტის ფარგლებში, სემეკში მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

27.09.2025.14:05

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მონღოლეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.  შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.  

 შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სემეკის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მონღოლეთის ენერგეტიკის სამინისტროს, პარლამენტისა და მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებისთვის. სემეკის მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და  კომისიის წევრები.

შეხვედრის ფარგლებში სემეკის თანამშრომლებმა  წარადგინეს პრეზენტაციები სატარიფო რეგულირების პრინციპების, მარეგულირებელი აუდიტისა და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის, საქმიანობის განცალკევების, ლიცენზირების, ნორმატიული დანაკარგების დადგენის, მომსახურების ხარისხის რეგულირებისა და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა