მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოთამაშე იყოს ჯანმრთელი და ამ კუთხით, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის - ლევან კობიაშვილი

news image

პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოთამაშე იყოს ჯანმრთელი და ამ კუთხით, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

„უკვე ვიმყოფებით ადგილზე, რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედით. საკმაოდ კარგად გამოვიყენეთ ამხანაგური თამაში, შედეგიც ისეთი იყო, როგორსაც ვისურვებდით, და უკვე გერმანიაში ვართ. ყველაფერი იდეალურადაა, აქ ჩამოსვლა, ქვეყანაში, სადაც ევროპის ჩემპიონატი ტარდება, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია და ეს დღეები, სანამ პირველი ოფიციალური თამაში გვექნება, კიდევ გაგვყვება. რაც უფრო ახლოვდება თამაშის დღე, დაძაბულობა თითოეულ ჩვენგანში, მათ შორის მოთამაშეებშიც, რა თქმა უნდა, იზრდება, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ 18 ივნისს, როდესაც მოედანზე გავალთ, აბსოლუტურად სხვა შეგრძნება ექნება გუნდსაც და ჩვენც, ვინც გარედან გულშემატკივრობს.

განწყობა იდეალურია, ალბათ ნახეთ ბოლო თამაშიც, საკმაოდ კარგად გამოვიყურებით. ავსტრიაში შეკრებაც გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გუნდი კიდევ უფრო მობილიზებული იყოს, კიდევ უფრო დაიხვეწოს. პირველ რიგში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოთამაშე იყოს ჯანმრთელი და ამ კუთხით, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის. მცირე პრობლემები გვაქვს - კიტეიშვილმა მიიღო მცირე ტრავმა, რამდენიმე დღე დაისვენებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 18-ისთვის ყველაფერი კარგად იქნება. ასევე საბა კვერკველიას აქვს მცირე ტრავმა და ასევე გვჯერა, რომ საბაც მოახერხებს, 18 ივნისს მოედანზე იყოს. სხვა ყველაფერი კარგად არის, არაჩვეულებრივი პირობებია, არაჩვეულებრივი სავარჯიშო მოედანი, როგორც შეეფერება მასპინძელ ქვეყანას - გერმანიას. ვიცით, რომ შეუძლიათ, იდეალურად უმასპინძლონ ასეთი მასშტაბის ტურნირებს. ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი გვაქვს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სემეკმა 2 თვეში მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 350 ათასი ლარი ჩამოაწერა

18.08.2025.10:48

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით. 

კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩივრები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. 

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ  ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც.  სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით:  https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა