მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

პიკის საათში თბილისში 670 ათასი ავტომობილი გადაადგილდება - კახა კალაძე

news image

სატრანსპორტო პოლიტიკა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ძალიან იმატებს ავტომობილების რაოდენობა. ყოველწლიურად, 6-7 პროცენტით იზრდება ავტომობილების იმპორტი, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

„2012 წელს დაახლოებით 180 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა დედაქალაქში, დღეის მდგომარეობით პიკის საათში დაფიქსირებულია 670 ათასი ავტომობილი. ეს ძალიან დიდი ციფრია, რომელიც მზარდია. ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ავტომობილების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და თუ ჩვენ მომზადებული არ დავხვდით, თუ არ მოხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, თუ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი არ გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე და რთული სიტუაცია იქნება.

საუკეთესო მაგალითები და მიდგომები რაც აქვთ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემების წინააღმდეგ, როგორიც არის საცობი, ავტომობილების რაოდენობა, ეტაპობრივად ჩვენც გადმოგვაქვს, ვაკეთებთ და ვახორციელებთ იგივე პროექტებს. ცხადია, არის ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ამას ასე უცებ ვერ ვაკეთებთ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. კონკრეტული კვანძების მოწესრიგება პრიორიტეტულია. ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე უმძიმესი მდგომარეობა იყო, დღეს ყველანაირად მოწესრიგებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში ეკოსისტემის შესწავლის კვლევები მიმდინარეობს

13.05.2025.10:29

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის საქართველოს სანაპირო წყლებში ევროპული სტანდარტების ხელსაწყოს - დემერსალური ტრალის გამოყენებით, წინასწარ შერჩეულ 20 სადგურზე კვლევებს ახორციელებენ.

აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია შავი ზღვის ეკოსისტემის შესწავლისთვის და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების შესახებ მონაცემების შეგროვებას, რაც რეგიონში მდგრადი მეთევზეობის პრინციპების დანერგვას უზრუნველყოფს.
კვლევები პროექტის „ექსპერიმენტული დემერსალური ტრალური კვლევა საქართველოს წყლებში“ ფარგლებში ხორციელდება და ზღვის სხვადასხვა სიღრმეზე მაღალი სიზუსტის სინჯების აღებას ითვალისწინებს.

აღნიშნული აღჭურვილობა, დემერსალური ტრალი, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) უსასყიდლოდ გადასცა. დემერსალუტი კვლევები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა