მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.7
-0.0307
flag
AZN 1.5965
-0.0063
flag
CNY 38.172
-0.0151
flag
EUR 3.2007
-0.0092
flag
GBP 3.6638
-0.0158
flag
KZT 49.83
-0.0029
flag
TRY 0.0655
-0.0004
flag
USD 2.7141
-0.0117

პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება

news image

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება.

მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა, სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას, შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით.

ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით - პენიტენციური სამსახური გიორგი ჩიკვაიძეზე

23.09.2025.16:28

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს აეკრძალა პაემნის უფლება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში გ.ჩ-მ უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით. კერძოდ, ერთი ხანმოკლე პაემნის უფლებით მან ისარგებლა 2025 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ.ჩ.-ს, ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.

აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).

რაც შეეხება მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებულისთვის.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა