მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7093.9
-0.0326
flag
AZN 1.5966
-0.0058
flag
CNY 38.216
-0.0032
flag
EUR 3.161
-0.0028
flag
GBP 3.6232
-0.0048
flag
KZT 50.51
-0.0008
flag
TRY 0.0647
-0.0002
flag
USD 2.7152
-0.0089

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან

news image

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის, ეკატერინე წერეთლის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყეს საკვების არმიწოდების გამო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის, ეკატერინე წერეთლის მიერ გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყეს საკვების არმიწოდების გამო.

საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს, 2025 წლის 25 და 26 ოქტომბერს, საუზმის სახით შესთავაზეს „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად დადგენილი ულუფა, რაზეც უარი განაცხადეს და საკანში დაიტოვეს მხოლოდ პური, შემდგომ სადილისა და ვახშმის მიღებაზეც განაცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არ სურდათ. ასევე 2025 წლის 26 ოქტომბერს, 13:22 საათზე მსჯავრდებულებს შეეთავაზათ სადილი, რა დროსაც მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხულ საკვების დარიგებაზე უფლებამოსილ მსჯავრდებულს, რომელიც გადაადგილდებოდა დაწესებულების მორიგე თანამშრომელთან ერთად. მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე, ასევე, არ დაემორჩილა მორიგე თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტის შესახებ და იგი კვლავ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სრულფასოვან კვებას, თუმცა მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია - თითქოს სამსახური ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შესაბამისი კვებით, რაც ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას.

ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეაგირებს ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც დაკავშირებულია მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის მსჯავრდებულებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია განცხადებაში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „თბილისის ფინანსურ სამიტზე“ განხილულმა თემებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა და საქართველოს სტრატეგიული როლი შუა დერეფანში - ნათია თურნავა

27.10.2025.14:05

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა.

პანელზე, სახელწოდებით „მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური დიალოგი, სამომავლო პერსპექტივები“  რეგიონის მაკროეკონომიკური პერსპექტივები, გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ფინანსებსა და ტექნოლოგიაზე და ახალი ფინანსური დერეფნების მნიშვნელობა განიხილეს.

სებ-ის პრეზიდენტთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მარტინ გალსტიანი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტრებუკი და ყაზახეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე ვიტალი ტუტუშკინი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს სტრატეგიულ როლს შუა დერეფანში.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსური ინდუსტრია უფრო მეტად ინტეგრირდება რეგიონულ ეკონომიკაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ფრაგმენტაციის ტენდენციის ფონზე, საქართველო კი აქტიურად უწყობს ხელს რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერებასა და ინოვაციების განვითარებას.

„რამდენადაც თანამედროვე გლობალური ლანდშაფტი მნიშვნელოვანი ფრაგმენტაციითა და გაურკვევლობით ხასიათდება, რეგიონული თანამშრომლობა აუცილებლობად იქცა. ამიტომ, ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი რეგიონის მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.  ჩვენ ვხედავთ ქართული ბანკების რეგიონულ ექსპანსიას და ამავდროულად საპასუხო ინტერესს ყაზახეთის, სინგაპურის, ჩინეთისა და ევროპის ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორების მხრიდან, რომლებმაც მზარდი ინტერესი გამოავლინეს საქართველოში თავიანთი წარმომადგენლობის გაფართოების მიმართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება მეორე პანელურ დისკუსიას „მთავრობის ლიდერთა დიალოგი: შემდეგი გლობალური ინოვაციური ციკლი ფინანსურ სერვისებსა და გადახდებში“, ნათია თურნავა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ტალეჰ კაზიმოვთან და ხორვატიის ეროვნული ბანკის მმართველის ოფისის მრჩეველთან ლინარდო მარტინჩევიჩთან ერთად მონაწილეობდა.


მხარეებმა იმსჯელეს  დამოუკიდებელი, ურთიერთთავსებადი საგადახდო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე შუა დერეფანში. საუბარი შეეხო რეალურ დროში ანგარიშსწორებისა და რეგიონული კაპიტალის  ნაკადების შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფას.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა მომავალი თაობის გადახდის სისტემების პრაქტიკაში გამოყენებისთვის სტრატეგიული ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას, რაც  ხელოვნური ინტელექტის, ტოკენიზაციის და კვანტური ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს. 

„ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ ვქმნით ახალ ეპოქას, სადაც საქართველო ფინანსური პროცესების ეპიცენტრში დგას. საქართველოს ეროვნულ ბანკში აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ინოვაციებისკენ მიმავალ გზაზე დანარჩენ მსოფლიოს არ ჩამოვრჩეთ. ვირტუალური აქტივებისა და ციფრული ბანკების მარეგულირებელი ჩარჩოები, ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემები და ღია ბანკინგი იმ ძირითად ინიციატივათა მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ფოკუსირებული ვართ. ეს პროექტები ჩვენს ფინანსურ სისტემას მომავლისთვის ამზადებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ორივე პანელურ დისკუას მოდერატორობას უწევდა - გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, სოპნენდუ მოჰანტი.

„თბილისის ფინანსური სამიტს“, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა