პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
საკითხი, კომიტეტის შემდეგ, მეორე და მესამე მოსმენით დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა დასამტკიცებლად.
გამონაკლისის სახით, ახალი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლის დაწყების უფლება მიეცემათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
სკოლაში შესვლა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის არ არის სავალდებულო. გადაწყვეტილებას იღებს მშობელი, შვილის მზადყოფნისა და ინტერესების გათვალისწინებით.
სხვა სიახლეები
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
01.04.2026.12:03
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.