მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

ოთარ შამუგია გურიაში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუთურში, ფერმერ ლევან კაპანაძის თხილის პლანტაციაში
იმყოფებოდნენ, სადაც თხილის კრეფის პროცესს გაეცნენ და იმ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებმაც აგრობარათებზე დარიცხული ქულები მიზნობრივად გამოიყენეს.
ოთარ შამუგიას განცხადებით, თხილის ნაწილში ამოქმედებული პირველი მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა იმ პრაქტიკით მუშაობს, რაც ევროკავშირშია მიღებული.
„თითოეულ მცირე ფერმერს მიზნობრივად დავეხმარეთ, თხილის მოვლის კონკრეტული საშუალებებისთვის გავუწიეთ დახმარება. რაც შეეხება სხვა მიმართულებით მხარდაჭერას, სწორედ ჩვენი დაფინანსებით და ჩვენი
პროგრამების მეშვეობით ათეულობით ახალი საშრობი, ახალი გადამამუშავებელი საწარმოა შექმნილი. სექტორი, ფაქტია, ვითარდება და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ თხილის მწარმოებელ ფერმერებს მოუწოდა მიზნობრივად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფინანსებით და შესაძლებლობებით თხილის წარმოების
ხელშეწყობის თვალსაზრისით, რათა ქონდეთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც კონკურენტული იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე ფერმერების განცხადებით სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები მათ ყოველწლიურად უკეთესი მოსავლის მიღებაში ეხმარებათ, რაც მათი შემოსავლის გაზრდასა და კეთილდღეობას ნიშნავს.
ქართული თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის, სახელწიფო პროგრამის თანახმად მეთხილე ფერმერებმა, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა.
სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიანი დახმარება მიიღეს.
სახელმწიფო პროგრამით ჯამში, 90 ათასზე მეტი ფერმერი სარგებლობს. 44 000 ჰექტარზე მეტ თხილის ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებები ხორციელდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

01.04.2026.15:14

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენებზე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობაზე, ასევე პლასტმასის ნარჩენების უარყოფით ზემოქმედებაზე გარემოსა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების შემცირების პრაქტიკულ გზებს, მათ შორის, ნარჩენების სეპარირებას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავების მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები გარემოს დაცვის საკითხებზე.

ღონისძიებას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის თანამედროვე კულტურის დანერგვას და მომავალ თაობაში ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის წახალისებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა