ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა - გრიგოლ ლილუაშვილი
ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა, - ამის შესახებ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
„ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა. ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს საზღვარი და საით გაფრინდება, ეს ჩვენი პერსონალური ინფორმაციაა. შეიძლებ, სხვა ქვეყანაში გაფრინდეს, შეიძლება, რუსეთის ფედერაციაში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
სხვა სიახლეები
სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა
09.01.2026.17:54
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.
სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება.