მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152.5
0.029
flag
AZN 1.5892
0.0011
flag
CNY 39.102
0.0037
flag
EUR 3.0967
-0.0065
flag
GBP 3.5657
-0.0069
flag
KZT 56.73
0.006
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.7015
0.0017

ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

news image

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, რის შედეგადაც სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები განვითარდა.

„პრობლემის დაფიქსირებისთანავე, ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება - უსაფრთხოების მიზნით, დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა და გატარდა ყველა აუცილებელი პირველადი ღონისძიება. პარალელურად, დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაზიანების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. კვლევამ აჩვენა, რომ პროცესის ძირითადი მიზეზია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ინტენსიური ჩადინება, რასაც ემატება მდინარე მტკვრის ჰიდროდინამიკური ზემოქმედება ნაპირდაცვით კონსტრუქციებზე, ასევე, მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც მოიცავს ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულ აღდგენას.

ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოების დასრულებისთვის, დაახლოებით, ოთხი თვე იქნება საჭირო, დროის ამ მონაკვეთში კი ავტომობილებით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. 

მისივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3,5 მილიონ ლარს შეადგენს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

01.04.2026.12:03

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა