ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ინფორმაცია Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.
დაშავებულია 4 ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით შემთხვევის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
სხვა სიახლეები
დაგეგმილი სამუშაოების გამო თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
18.11.2025.16:37
მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მოპირდაპირე მხარეს, გზის სავალი ნაწილის ორ სამოძრაო ზოლში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა 20 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.