მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

ნიუ-იორკში ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალი Amber Georgia გაიმართა

news image

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით, ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალი „Amber Georgia” აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკის ცნობილ საგამოფენო სივრცეში „Industry City“ გაიმართა. ფესტივალზე ქარვისფერი ღვინოები 30-მდე ღვინის მარანმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოადგინა.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. დღევანდელი ღონისძიება დაეხმარება ქართული ქარვისფერი ღვინის საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას აშშ-ის ბაზარზე. ფესტივალზე მოსული სტუმრების რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც ამერიკელი ღვინის პროფესიონალების, მომხმარებლებისა და კომერციული სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ქარვისფერი ღვინის მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოფენებისა და ღონისძიებების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა ელენე კიკნაძემ.

ქარვისფერი ღვინის ფესტივალის ჩატარების ინიციატივით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ასოციაციამ „ბუნებრივი ღვინო“ მიმართა.

„ქართული ღვინისთვის ისტორიული დღეა, რადგან ეს არის ქართული ღვინის პირველი ფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ წლების განმავლობაში ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალში; ახლა კი დადგა დრო, როდესაც აშშ-ში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა. იმედი გვაქვს, რომ ეს ღონისძიება ბევრ ქართველ მეღვინეს მისცემს ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ დირექტორმა, მეღვინე ზურაბ მღვდლიაშვილმა.

ქართული ღვინის ფესტივალს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია დაესწრო. აშშ-ში ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.

ქართული ქარვისფერი ღვინო, რაც ტექნოლოგიურად ჭაჭაზე დაყენებულ ღვინოს ნიშნავს, სახელწოდებით „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა. მანამდე, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა: „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“. „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ასევე ქარვისფერი ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“, საქართველოდან რვა მარნის 15-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სპეკულაციურ განცხადებებს უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდაზე Eagle Hill - ის მასშტაბურ ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს - მარიამ ქვრივიშვილი

10.11.2025.11:14

„ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი. მეტიც,  ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავს სპეკულაციურ განცხადებებს და უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს Eagle Hill - ის ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის - $6,5 მილიარდზე მეტი ღირებულების, ორ პროექტი განხორციელდება.  აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იარსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას  და  ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა