ნიუ-იორკში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს პარტნიორი კომპანიის „Vinoveli Inc“-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამერიკული სადისტრიბუციო კომპანიის M.S. Walker ნიუ-იორკის ოფისში გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, მედიის და HoReCa (სასტუმრო-რესტორანი-კაფე) სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ, ფოკუსირებული იყო მათ ინფორმირებაზე ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის, ღვინოებისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ.
დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის დასახელების 30 ღვინო.
M.S. Walker წარმოადგენს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 1933 წელს ქალაქ ბოსტონში დაფუძნდა და ამჟამად მისი საქმიანობის არეალი აშშ-ს მრავალ შტატს მოიცავს. ქართული ღვინის წარდგენა აღნიშნული კომპანიაში დამატებით შესაძლებლობაა, რომ გაყიდვების სფეროს წარმომადგენლები ქართულ ღვინოს გაეცნონ.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.11:08
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.