მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098.9
0.0069
flag
AZN 1.6115
-0.0006
flag
CNY 38.006
-0.0042
flag
EUR 3.0898
0.0212
flag
GBP 3.6702
0.027
flag
KZT 53.66
-0.0011
flag
TRY 0.0706
0
flag
USD 2.7406
-0.0009

ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებმა მდინარე ფარავანზე ჰესების მშენებლობის საკითხზე მოსახლეობასთან საჯარო განხილვა გამართეს

news image

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საკონსულტაციო კომპანია "გამა კონსალტინგისადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნინოწმინდის და ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

 

შეხვედრებზე ჰიდროელექტროსადგურებისფარავანი ჰესი 1“ დაფარავანი ჰესი 2“-ის პროექტების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა

ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჰიდროელექტროსადგურების სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს. უკვე მომზადდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (სკოპინგის) ანგარიში, რომლის საჯარო განხილვაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - ეშტიასა და ჯიგრაშენში და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიაში გაიმართა.

 

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პროექტირების დასრულების შემდეგ, კორპორაცია მდინარე ფარავანზე ჯამური დადგმული სიმძლავრით 8 მეგავატის მქონე ჰესების მშენებლობას გეგმავს. პროექტის განხორციელებით ქვეყანა დამატებით 50 მლნ. კვტ.სთ. მწვანე ენერგიას მიიღებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა რაოდენობა პირველ კვარტალში ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა - საქსტატი

20.05.2025.15:32

2025 წლის იანვარ-მარტში სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა (დაქირავებულები) რაოდენობა წლიური გაანგარიშებით 5300 ადამიანით გაიზარდა და 958 000-ს გადააჭარბა, რაც პირველი კვარტლისთვის სარეკორდო მაჩვენებელია და მის ახალი ისტორიული მაქსიმუმს წარმოადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, წლის პირველ კვარტალში 3%-ით შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა, რაც გამოიწვია მათი ნაწილის დასაქმებამ ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, აგრეთვე დიდთოვლობისა და ხანგრძლივი უამინდობის გამო სასოფლო სამეურნეო საქმიანობების დაყოვნებამ. შედეგად წლიური გაანგარიშებით უმუშევრობა მცირედით 0,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14,7%-ს გაუთანაბრდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა