ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალებისა და ფინანსთა მინისტრების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ქალთა სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ისაუბრეს ქალების საბანკო მომსახურებასა და საბანკო დაფინანსებაზე ხელმისწავდომობის ზრდაზე, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო სქემების, ელექტრონული გადახდის საშუალებებზე ხელმიწავდომობისა და კაპიტალის თანადაფინანსების საშუალებით.
დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე განიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ ინიცირებული მეწარმე ქალთა ფინანსებზე ხელმისწავდომობის პროგრამა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მზად არის ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში და აქტიურად ითანამშრომლოს, რაზეც პროგრამის ინიციატორთა მხარდაჭერა დაიმსახურა.
შეხვედრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორის მმართველობაში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად სებ-მა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და განახლებული კორპორაციული მართვის კოდექსების მეშვეობით, როგორც კომერციული ბანკების, ისე მიკრობანკების სამეთვალყურეო საბჭოებში გენდერული კვოტებს რაოდენობა გაიზრდა.
„კომერციული ბანკებისთვის დავიწყეთ 20%-იანი კვოტით, რომელიც 2023 წელს 33%-მდე, ხოლო 2025 წლის ივნისში 40%-მდე გაიზარდა. მიკრობანკებისთვის მიზანი 2026 წლის ივლისისთვის 40%-ის მიღწევაა. ეს ზომები მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ქალები არა მხოლოდ წარმოდგენილნი იყვნენ ხელმძღვანელობაში, არამედ ჰქონდეთ პოზიცია, რომელიც საშუალებას მისცემთ, მონაწილეობა მიიღონ ფინანსურ ინსტიტუტებში ძირითადი გადაწყვეტილებებისა და სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ეროვნულ ბანკში ქალებს უკავიათ უფროსი და საშუალო რგოლის მენეჯერული პოზიციების 54%, ხოლო ცხრაწევრიანი საბჭოდან ხუთი ქალია.
მისივე თქმით, კორპორაციული მართვის კოდექსების განახლების შედეგად, სამეთვალყურეო საბჭოებში ქალთა წარმომადგენლობა სულ რაღაც 9%-დან 37%-მდე გაიზარდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
გარე უბნების პოპულარობა, ინვესტორთა სტრატეგიები და NB TOWER-ის როლი უძრავი ქონების ტრანსფორმაციაში
სხვა სიახლეები
20.10.2025.13:25
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. ყველა ლოკაცია მზადაა წარმომადგენლობითი ღონისძიების ჩასატარებლად. 22 - 23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, დედაქალაქი რიგით მეხუთე საიუბილეო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" უმასპინძლებს.
ფორუმი 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება. გახსნითი პანელი - მაღალი დონის დიალოგი რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების - საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის მონაწილეობით გაიმართება.
წარმომადგენლობით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები. ფორუმს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. 22 ოქტომბერს გაიმართება 7 თემატური სესია, ამავე დღეს ჩატარდება საინვესტიციო ფორუმი. 23 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგება თბილისის ფინანსური სამიტი, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში ფინტექის ინდუსტრიის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
2025 წელს ღონისძიების სლოგანი იქნება: Invest in Connectivity – Grow in Stability.