მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

ნათია თურნავამ ბაზელში BIS-ის გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის 35-ე წლისთავთან დაკავშირებულ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიაში, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI) 35-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ყოველწლიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ინგლისის ბანკის პრეზიდენტმა ენდრიუ ბეილიმ,  ავსტრალიის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა მიშელ ბალოკმა,  ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტმა ოლაფ სლეიპენმა, კორეის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ჩანგ იონგმა და მსოფლიოს სხვა ცენტრალური ბანკის მმართველებმა, ასევე  საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გენერალურმა მენეჯერმა, საფრანგეთის  ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა და ასევე გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის კომიტეტის (CPMI) -ის ყოფილმა თავმჯდომარეებმა.

ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. დისკუსიების ფარგლებში ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.

ნათია თურნავას თქმით, სიმპოზიუმის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცა მოესმინა საერთაშორისო კოლეგების გამოცდილება საგადახდო სისტემებთან დაკავშირებით, ასევე  თავის მხრივ, გაეზიარა მათთვის სებ-ის მიდგომები საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენასთან დაკავშირებით.

CPMI - გადახდებისა და საბაზრო ინფრასტრუქტურების კომიტეტი მოქმედებს საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ფარგლებში და აკვირდება ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს გლობალური ფინანსური სისტემის გამყარების მიზნით. ის არის მთავარი უწყება, რომელიც აწესებს გლობალურ სტანდარტებს, რომლებიც ხელს უწყობს გადახდის, კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

CPMI მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში და საერთაშორისო გადახდების სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფაში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროექტის "მე ვარ აფხაზეთი" განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას ორგანიზაცია “მშვიდობის ელჩები- ქვეყნის მომავლისთვის” საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა

12.11.2025.14:03

პროექტის ‘’მე ვარ აფხაზეთი’’ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, სემეკის თავმჯდომარეს, დავით ნარმანიას ორგანიზაცია “მშვიდობის ელჩები- ქვეყნის მომავლისთვის” საპატიო ელჩის ჯილდო გადაეცა.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, საპატიო ელჩის წოდებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი,დავით ფაცაცია;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი;

ჯანმრთელობის სახლის სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი პაპასკუა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორგანიზაცია ,,თაობა 21 საქართველო“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ,,აფხაზეთი მე ვარ“ მე-7 ნაწილის ჩვენება გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა პროექტის ‘’აფხაზეთი მე ვარ’’ ავტორის, შორენა ჯავაშვილის ხსოვნას.

რიგით მე-7 ფილმი შეეხება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ ისტორიებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და საპარლამენტო უწყებების წარმომადგენლები, სამედიცინო უნივესრიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა