ნათია თურნავა ვაშინგტონში მიმდინარე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების ფარგლებში Mastercard-ის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო საბარათე სქემა Mastercard-ის აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის (EEMEA) რეგიონის პრეზიდენტს დიმიტრის დოსისს და ვიცე-პრეზიდენტს აზამ ალამედინს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და ერთობლივი პროექტები. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საგადახდო მომსახურებებისა და ფინანსური ჩართულობის სფეროში იმ მნიშვნელოვან ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც სებ-ისა და Mastercard-ის მჭიდრო თანამშრომლობით წარმატებით მიმდინარეობს.
შეხვედრისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი სხვადასხვა რეფორმის განხორციელებით აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ინოვაციური საგადახდო სერვისების ხელშეწყობაში.
„ამ პროცესში ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საბარათე სქემებთან, რათა ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ადგილობრივი ბაზრის ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს უზრუნველყონ ბაზრის მონაწილეთა შესაბამისი მხარდაჭერა. ამავდროულად, ეროვნული ბანკი აფასებს მათ ძალისხმევასა და ექსპერტიზას ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური საგადახდო გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესში“, — აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში Mastercard-ის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საბარათე ოპერაციების ოპერაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, რაც სებ-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„აღსანიშნავია საბარათე ოპერაციებში მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის (SCA) პროცესები, სადაც ამჟამად მიმდინარეობს სისტემების განახლება და ახალი ავთენტიფიკაციის მექანიზმების დანერგვა. ბანკები ამ პროცესში ნაწილობრივ დამოკიდებულნი არიან საბარათე სქემებზე — განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო გადახდებისას. ასევე იმ მიმართულებებში, რომლებიც მოიცავს სქემების მიერ მოწოდებულ ტექნოლოგიებს, როგორიცაა ბარათის მონაცემთა ტოკენიზაცია, ავთენტიფიკაციის მექანიზმები და სხვა მონიტორინგის ინსტრუმენტები. ამ საკითხებზე Mastercard-თან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ბაზარზე ჩნდებიან ახალი მოთამაშეები — როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ფინტექ კომპანიები“, — განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს.
დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ციცნაძე.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების – J.P. Morgan-ის, Citibank-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების წინაშე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაციით წარსდგება.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
სხვა სიახლეები
15.10.2025.17:36
საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Skytrax-ის პრეზიდენტი ედუარდ პლაისტედი, აეროპორტის ყოველწლიური სერვისების და ხარისხის შეფასების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს უკვე მეოთხედ ეწვია. ის პირადად გაეცნო გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს და ტავ ჯორჯიას მენეჯმენტისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა დაგეგმილი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
13-14 ოქტომბერს, Skytrax-ის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული შემოწმების ფარგლებში შეფასდა მომსახურების ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მგზავრთა გამოცდილება და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები, რაც წარმოადგენს ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების ნაწილს.
Skytrax-ი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ავიაციის სფეროში მომსახურების ხარისხს აფასებს. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ შეფასებას.
უკვე წლებია, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, რომლებსაც ტავ ჯორჯია მართავს, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში ხვდებიან, რაც აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და ხაზს უსვამს აეროპორტის განვითარებისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.