მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101
-0.0006
flag
AZN 1.6034
-0.0002
flag
CNY 37.975
0.0032
flag
EUR 3.1435
0.0148
flag
GBP 3.6795
0.0163
flag
KZT 52.12
-0.0031
flag
TRY 0.0687
-0.0002
flag
USD 2.7268
-0.0002

ნათია თურნავა შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივან რობერტ ბრეგის შეხვდა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივან რობერტ ბრეგისთან შეხვედრა გამართა.

ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისს ფინტექის განვითარების სტრატეგიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში ესტუმრა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურ მდივანს და დელეგაციის წევრებს საქართველოში არსებული ფინტექ ეკოსისტემა, არსებული მიღწევები და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

თავის მხრივ, ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ფინანსურ სერვისებსა და ფინანსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებზე, რაც მათ ქალაქში ხორციელდება. 

მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელი პიეტრო პორეტი და ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაგო გლობალური გაფართოების მიმართულებით. 

ლუგანო შვეიცარიის იტალიურენოვან რეგიონში მდებარე ქალაქია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო გახდა ფინტექისა და ზოგადად, ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მის მიმართ ინტერესი მომდინარეობს ლუგანოს საკუთარი მუნიციპალური ვალუტის (სთეიბლ ქოინი) გამოშვების და ფინანსურ ტექნოლოგიებთან მეგობრული გარემოს შექმნით. ასევე, ტოკენიზებული მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ინიციატივების მიზანია მუნიციპალიტეტის ბლოქჩეინ და ფინტექ ჰაბად განვითარება.

 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ლუგანოს გენერალური მდივანი - ჩვენი ქალაქები ალპებისა და კავკასიონის სიახლოვეს მდებარეობს. ეს მთები გვახსენებს მყარი საფუძვლის ქონისა და ამავდროულად შორ მომავალზე ორიენტაციის უნარის შენარჩუნების მნიშვნელობას

20.06.2025.16:25

მოხარულები ვართ, რომ დღევანდელი კონფერენციის ფარგლებში ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ საქართველოს, თუმცა პარალელურად, ჩვენც ვსწავლობთ საქართველოსგან და ვეცნობით თქვენს რეგიონში მიმდინარე უამრავ შესანიშნავ ინიციატივას", - ამის შესახებ ქალაქ ლუგანოს გენერალურმა მდივანმა, რობერტ ბრეგიმ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ლუგანოსა და თბილისს უნიკალური მდებარეობა აერთიანებს: როგორც ლუგანო, ისე თბილისი დიდ მთათა სისტემებისალპებისა და კავკასიონის სიახლოვეს მდებარეობს. ეს მთები შეგვახსენებს მყარი საფუძვლის ქონისა და ამავდროულად შორ მომავალზე ორიენტაციის უნარის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ეს, საბოლოო ჯამში, არის ის რასაც ფინანსური ინოვაცია ითხოვს: სტაბილურობა, გაერთიანებული ხედვასთან", - აღნიშნა რობერტ ბრეგიმ.

ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივნის განცხადებით, ქალაქებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ პასუხისმგებელი ფინანსური ინოვაციების წახალისებასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, ასევე ძლიერი ხიდების მშენებლობაში როგორც საჯარო ინსტიტუციებსა და კერძო პარტნიორებს შორის, ასევე ციფრულ და ტრადიციულ ფინანსებს შორის.

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ინოვაცია უნდა მოემსახუროს კონკრეტულ მიზანს. ერთად მუშაობით შეგვიძლია მივაღწიოთ რეალურ პროგრესს. ტექნოლოგიის გამოყენებით, უკეთესად შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების მომსახურებას და უზრუნველყოფას, რომ არცერთი მათგანი არ დარჩეს უყურადღებოდ. ჩვენი მუშაობის ცენტრში დგას მარტივი რწმენა: ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ნათელი მომავალი, სადაც ინოვაცია შეზღუდული არ იქნება მხოლოდ მცირე ჯგუფზე, არამედ გახდება საზოგადოების მხარდაჭერის, მეტი ადამიანის ჩართვისა და საერთო კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი", - განაცხადა მან.

რობერტ ბრეგიმ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დიალოგის აუცილებელობაზე რაც ძლიერ, ინოვაციურ და მდგრად ფინანსურ სისტემებს ქმნის, რომლებიც საბოლოო ჯამში როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესებს ემსახურება.

ჩვენი მიდგომა ძალიან პრაქტიკულია: ინოვაციებს ვაერთიანებთ სამართლებრივ სიცხადესთან, გამჭვირვალობასთან და გრძელვადიან ხედვასთან. გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ვახორციელებთ ინვესტიციებს სისტემებში, რომლებიც მოქალაქეებსა და ბიზნესს უადვილებენ ურთიერთობას საჯარო სერვისებთან, ფინანსურ ბაზრებთან და ახალ ციფრულ აქტივებთან. მოდით, გავაგრძელოთ ინოვაციები და ერთმანეთის შთაგონება, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ინოვაცია უნდა იყოს დაფუძნებული პასუხისმგებლობაზე, საჯარო ნდობაზე და გრძელვადიან ხედვაზე", - განაცხადა თავის სიტყვაში ლუგანოს გენერალურმა მდივანმა.

აღსანიშნავია, რომ ლუგანო შვეიცარიის იტალიურენოვან რეგიონში მდებარე ქალაქია, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში განსაკუთრებით საინტერესო გახდა ფინტექისა და ზოგადად, ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მის მიმართ ინტერესი მომდინარეობს ლუგანოს საკუთარი მუნიციპალური ვალუტის (სთეიბლ ქოინი) გამოშვების და ფინანსურ ტექნოლოგიებთან მეგობრული გარემოს შექმნით. ასევე, ტოკენიზებული მუნიციპალური ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. ინიციატივების მიზანია მუნიციპალიტეტის ბლოქჩეინ და ფინტექ ჰაბად განვითარებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა