მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.8
-0.0487
flag
AZN 1.5931
-0.0049
flag
CNY 39.244
-0.0176
flag
EUR 3.1402
-0.0081
flag
GBP 3.6286
-0.0122
flag
KZT 56.06
-0.0029
flag
TRY 0.061
-0.0003
flag
USD 2.7075
-0.0091

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

news image

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, სსფ-ის წესდების მეოთხე მუხლის დებულებით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დღეს მისიის წევრები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას შეხვდნენ.

სებ-ის პრეზიდენტმა მისიის წევრებს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მაკროეკონომიკური პროგნოზები და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით არსებული ვითარება გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებს საქართველო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტების ფონზე ხვდება. ამასთან, აღნიშნული პროცესების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის მასშტაბი, ინტენსივობა და ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

სსფ-ის მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და ეროვნული ბანკის მიმართულებების ხელმძღვანელები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სსფ-ის მისიის სამუშაო შეხვედრები ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური ბაზრების, სპეციალიზებული რისკებისა და სხვა დეპარტამენტებთან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 მარტს საქართველოში

26.03.2026.09:23

26 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. 

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +13, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმიანი დღეა. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმს. დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.

ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +7, ღამით კი +1 დაფიქსირდება.

ბორჯომში ნალექიანი დღეა, +13 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 7 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა