ნათია თურნავა ეკონომისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს
„ეკონომისტის პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა მოქმედ თუ მომავალ ეკონომისტს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და მკვლევარებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამსახურში არიან. ვუსურვებ მათ პროფესიულ წინსვლასა და საინტერესო საქმიანობას“, - აღნიშნულს შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მილოცვაშია აღნიშნული. როგორც თურნავა აცხადებს, ეკონომიკის მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ქვეყნის ეკონომისტები მოწოდების სიმაღლეზე არიან.
„საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების შთამბეჭდავი მიღწევები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ეკონომისტები - როგორც მეცნიერები, ისე პრაქტიკოსები მოწოდების სიმაღლეზე არიან და მიუხედავად ბოლო წლებში გლობალურად დაფიქსირებული არაერთი გამოწვევისა და კრიზისისა, ქვეყნის ეკონომიკა მდგრად მაჩვენებლებს ინარჩუნებს.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე ახალგაზრდებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, მომავალ ეკონომისტებს, რომელთა ცოდნა და განათლება, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად უფრო ძლიერსა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულს გახდის“, - ნათია თურნავა.
სხვა სიახლეები
აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. კომპანიები თანხებს ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით გამოიყენებენ - „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ახალ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე
11.12.2025.16:11
აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, - განაცხადა „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ ახალ ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კომპანიები თანხებს ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით გამოიყენებენ.
„ყველა კომპანიას ეხება, ვინც მოღვაწეობს ამ დარგში - ჰიდროენერგეტიკაში, ქარის ენერგეტიკაში თუ მზის ენერგეტიკაში. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. განვითარებას ხელს შეუწყობს იმიტომ, რომ ის თანხები, ის ჯარიმები, რომლებიც კომპანიებს დააწვება კისერზე, ამ ჯარიმებს ისევ საკუთარი პროექტების განვითარების მიზნით გამოიყენებენ“, - აღნიშნა მან.