მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

ნათია თურნავა Deutsche Börse Group-ის წევრი გლობალური კომპანია 360T-ის წარმომადგენლებს შეხვდა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებული SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ფრანკფურტის საფონდო ბირჟას ეწვია. საფონდი ბირჟაზე სტუმრობისას ნათია თურნავა Deutsche Börse Group-ის წევრი ელექტრონული სავალუტო (FX) და გარებირჟული (OTC) დერივატივებით ვაჭრობის წამყვანი გლობალური კომპანია 360T-ის მთავარ ოფიცერს სებასტიან ჰოფმან-ვერტერს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის სურვილზე განავითაროს საშუალო ზომის სავალუტო (FX) სავაჭრო ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს ყიდვა-გაყიდვის ფასებს შორის სხვაობის შემცირებას და ბაზარზე სავაჭრო მოცულობების ზრდას. მისივე თქმით, არსებობს გაძლიერებული მარეგულირებელი ზედამხედველობის საჭიროება, რაც უზრუნველყოფს ბაზრის მოწესრიგებულ ფუნქციონირებას და ბაზრის მსხვილი მონაწილეების მხრიდან მანიპულაციური ქმედებების არარსებობას.

„ვიმედოვნებთ, რომ 360T-ის გუნდი მხარს დაუჭერს ქართული სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ელექტრონულ ვაჭრობაში მათი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებაში, რითაც შეიქმნება პოტენციალი ბაზრის ისეთი უფრო რთული პროდუქტებით გაფართოებისთვის, როგორიცაა სავალუტო ფორვარდები და დერივატივები. თქვენს კომპანიასთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი პლატფორმის წარმატებით გაშვებაა. ვიმედოვნებთ, რომ 360T-თან პარტნიორობა ნაყოფიერი იქნება და მოიცავს ტექნოლოგიურ დახმარებას და სხვა წამახალისებელ მექანიზმებს, როგორიცაა მონაწილე ორგანიზაციებთან მუშაობა როგორც დანერგვის, ისე მომავალში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის ეტაპებზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ შეხვედრაზე.

თავის მხრივ, კომპანია 360T-ს წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს 10-მდე კომერციული ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც SIBOS-ის კონფერენციაში მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება, რაც პირველი შემთხვევაა სებ-ის პრეზიდენტების ისტორიაში.

კომპანია 360T, 2015 წლიდან კომპანია Deutsche Börse AG-ის ნაწილია და რეგულირდება გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

კომპანია სპეციალიზებულია ვებზე დაფუძნებული სავაჭრო ტექნოლოგიების მიწოდებაზე, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს, ივაჭრონ გარებირჟული (OTC) ფინანსური ინსტრუმენტებისა და სავალუტო (FX) დერივატივების ფართო სპექტრით. მისი მულტი-საბანკო პლატფორმა კორპორატიულ ხაზინებს, აქტივების მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და ბანკებს ლიკვიდობის პროვაიდერების ფართო ქსელთან აკავშირებს.

სამუშაოს ჰიბრიდული შესრულების შესაძლებლობებით, 360T მონაწილეებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ როგორც გარებირჟულ (OTC) გარიგებებზე, ასევე საბირჟო ან კლირინგულ სავალუტო (FX) პროდუქტებზე, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას შესრულებასა და ანგარიშსწორებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად - ირაკლი ნადარეიშვილი

03.10.2025.11:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კასპის ტექნოპარკში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელ ავთანდილ კასრაძესთან ერთად, პარლამენტარებს ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები გააცნო.
 
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მთავრობის მიზანია, საქართველო პოზიციონირდეს ინოვაციების შექმნისა და ექსპორტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ, ინვესტორებმა და სტარტაპებმა ერთობლივად იმუშაონ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად. „ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში სტარტაპის სტატუსის შესახებ, რომელთანაც, ჯამში, 10 წლიანი საგადასახადო შეღავათია დაკავშირებული. ეს ნორმა დღეს უკვე მოქმედებს. ასევე შემოვიტანეთ ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს ცნება, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების სტატუსი და სხვა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი, რომლებიც სრულად მოემსახურებიან სტარტაპ-ეკოსისტემას და იზრუნებენ სტარტაპების განვითარებაზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის, ფინანსებსა და ინვესტიციებზე წვდომის მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. 
 
საკომიტეტო მოსმენაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებით.  "დღეისათვის ფონდმა უკვე უზრუნველყო 59 სტარტაპის დაფინანსება, საერთო 5.9 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. მსგავსი სტრატეგიული ფინანსური მექანიზმები არა მხოლოდ კაპიტალს აწვდიან, არამედ უშუალოდ გარდაქმნიან ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემას და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მაღალტექნოლოგიური და წარმატებული კომპანიების ახალი თაობის შექმნაში. დღევანდელი სტრატეგიული მიზანია საქართველოში ახალი საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფონდების მოზიდვა და ქართული ვენჩურული ეკოსისტემის გაფართოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
მინისტრის მოადგილემ პარლამენტარებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციური ცენტრი იქნება და მოიცავს ინტერაქციულ სამეცნიერო მუზეუმს, ტექნოლოგიურ პარკს, ხელოვნური ინტელექტის ცენტრს, TUMO-ს შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრს, საერთაშორისო IT კომპანიებისთვის გამოყოფილ საოფისე სივრცეებსა და სხვ.
 
საკომიტეტო სხდომაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ წარადგინა უწყების საქმიანობის ანგარიში 2024 წლისთვის. 
 
სხდომაზე საკუთარი პროექტების შესახებ პრეზენტაციები სტარტაპების წარმომადგენლებმა გააკეთეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა