ნათია თურნავა და ნინო ჯელაძე სსფ-ის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის მისიის წევრებს შეხვდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC ) წევრებს შეხვდნენ.
მისიას საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის რეზიდენტი მრჩეველი სერდარ გუნერი და IMF-ის ექსპერტი ლინდა ვარ გურმი წარმოადგენენ.
მისიის ძირითადი მიზანი საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის პრინციპების, საბანკო ზედამხედველობის პროცესისთვის კონსოლიდირებული ზედამხედველობის მნიშვნელობისა და შესაძლო თანმდევი გამოწვევების განხილვაა.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მათ შორის, საბანკო ჯგუფების კონსოლიდირების ჭრილში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. კერძოდ, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტისა და ევროკავშირის სტანდარტები და მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შემდგომი განვითარებისთვის.
საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით IMF-ის მისიის წევრები ასევე შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის საკითხზე 2017 წლიდან ამახვილებს ყურადღებას. დღეს ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან ქართული ბანკები აგრძელებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებას და ტრანსსასაზღვრო საქმიანობის დივერსიფიკაციას.
ამ მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სსფ-ს ტექნიკური დახმარებისთვის (TA) მიმართა. ტექნიკური დახმარების მიზანია საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობის მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
20.01.2026.09:57
20 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0. ბათუმში თოვას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +7, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
თოვლია მოსალოდნელი სოხუმში. +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში დღისით 0 გრადუსი, ხოლო ღამით -7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.
ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, 1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +2 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -7, ღამით კი -20 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +0 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი თელავშიც, -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია ნავარაუდევი.
თოვლს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +0 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს ელოდებიან, დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია ნავარაუდევი რუსთავში. დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც თოვლს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.