ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკს შეხვდნენ
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკს შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. საუბარი ასევე შეეხო გლობალურ გამოწვევებსა და რისკებს.
აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გამოწვევების მიმართ მდგრადობა აჩვენა, რომელიც ეფუძნება სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებს.
ხაზი გაესვა სებ-ის თანმიმდევრულ მონეტარული პოლიტიკას და ფასების სტაბილურობას, საფინანსო სექტორის ჯანსაღ ინდიკატორებს, რამაც საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა განაპირობა.
განიხილეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის მიღწევა ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პირობებში მოხდა, რაც ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და სსფ-ს საშემფასებლო მისიების მომავალ ვიზიტებზე საქართველოში.
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. ასევე, სებ-ის მაკროეკონიმიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ნაბერაული“ წელს 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს – ღვინის კომპანია ექსპორტის გაფართოებას გეგმავს
სხვა სიახლეები
16.10.2025.18:03
სახელმწიფოსთვის ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად მნიშვნელოვანია სანდო კვლევების შედეგების გათვალისწინება.
სოფიო ახობაძე - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი:
„გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებით ჩატარდა კვლევა, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მინიმუმამდე დაიყვანოს მავნე ნივთიერებების გამოყენება და ჩაანაცვლოს ის ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმით. კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს შეუძლია წარმატებით გადავიდეს უსაფრთხო ალტერნატივებზე, შესაბამისი დაგეგმვით და პოლიტიკური მხარდაჭერით.“
სახელმწიფო გადაწყვეტილების მისაღებად უსმენს კერძო სექტორს
ლაშა ინაური - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
„კონსულტაციების შედეგად შევჯერდით პროდუქტების ჩამონათვალზე. მიმდინარეობს დისკუსია ამოქმედების ვადებთან მიმართებაში და ასევე, შემოტანილი მარაგების ამოყიდვასთან დაკავშირებით. ახლო მომავალში იგეგმება კონსულტაციების შედეგად მიღებული საბოლოო ვერსიის წარდგენაზე საქართველოს მთავრობისთვის“.