მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083.8
-0.0033
flag
AZN 1.5933
-0.0007
flag
CNY 38.023
-0.0014
flag
EUR 3.1582
0.0074
flag
GBP 3.6408
0.0203
flag
KZT 50.43
0.0017
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7095
-0.0013

ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობა თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

ნათია თურნავამ სსფ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციებსა და საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა გლობალური გამოწვევებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას.

აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წარმატებულად იმართა ინფლაციური პროცესები. მაღალინფლაციური პერიოდის შემდეგ, ბოლო ორი წლის მანძილზე მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი ინფლაცია ფიქსირდებოდა, ბოლო პერიოდში კი ის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მერყეობს.

ხაზი გაესვა საფინანსო სექტორის ჯანსაღ ინდიკატორებს, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ზრდას. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღინიშნა, სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზეა ორიენტირებული.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკური დახმარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში საშემფასებლო მისიების სამომავლო ვიზიტები განიხილეს. 

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიური თანამშრომლობა გრძელდება. ამჟამად ფონდთან ტექნიკური დახმარების რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. ახლო პერიოდში კი ველოდებით სსფ-ის საშემფასებლო მისიების საქართველოში სტუმრობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, სსფ-ის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუქვეს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის მაკროეკონიმიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავამ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების ფარგლებში Visa-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

16.10.2025.17:18

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო საბარათე სქემა Visa-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრისას სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Visa-ს ღირებული წვლილი შეაქვს სებ-ის ფინანსური განათლების პროექტების განხორციელებაში. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს Visa-სთან  სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაზე თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

ნათია თურნავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ წლების განმავლობაში ოპერაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი ზომები გატარდა VISA-ს არსებითი მხარდაჭერით. აღსანიშნავია მომხმარებლის მკაცრი ავთენტიფიკაციის (SCA) სფერო, სადაც ამჟამად ინერგება სისტემის განახლებები და ავთენტიფიკაციის ახალი მექანიზმები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს.

დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ციცნაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა