მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

ნათია თურნავა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის პრეზიდენტს შეხვდა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან  ფუ ჰუანგთან შეხვედრა გამართა.

აღნიშნული ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრული საკითხების განსახილველად შედგა. მხარეებმა, ეროვნულ ბანკსა და CIPS-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის CIPS-ის გლობალურ ქსელთან წვდომის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოში გადახდებისა და ანგარიშსწორების სისტემები განუწყვეტლივ ვითარდება. CIPS-თან თანამშრომლობა კი მეტად გაამარტივებს გადახდებს, გადარიცხვებსა და ტრანზაქციებს ორ ქვეყანას შორის, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში.

„საქართველოს პირველად სტუმრობს ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის დელეგაცია. ჩინეთის სახალხო ბანკთან გაფორმებული ყოვლისმომცველი მემორანდუმის ერთ-ერთი მიმართულება ორი ქვეყნის საფინანსო სისტემებს შორის ტრანზაქციების გამარტივება და ხელმისაწვდომიბის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ვაჭრობას, ვაჭრობა კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის. ასევე, ორ ქვეყანას შორის გადახდების სისტემების გამარტივება, რა თქმა უნდა ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, CIPS-ის პრეზიდენტთან  ფუ ჰუანგმა  აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კავშირი საზღვრისპირა გადახდების რაოდენობის ზრდაზე აისახება. CIPS-ის მსგავსი საგადახდო სისტემების ინტეგრაცია კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ თანამშრომლობას.

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. კარგად განვითარებული, ეფექტური და უსაფრთხო საგადახდო ინფრასტრუქტურა ძალიან სასარგებლო იქნება ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ფუ ჰუანგმა.

ვიზიტის ფარგლებში CIPS-ის მენეჯმენტმა შეხვედრები გამართა ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან. მათ ეძლევათ შესალებლობა გახდნენ გლობალური ქსელის ნაწილი, მხარეები შეთანხმდნენ რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა გაგრძელდება. 

საერთაშორისო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა CIPS-ი, ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ 2015 წელს დაარსებული ავტორიზებული გადახდის სისტემაა. კომპანია სპეციალიზირებულია იუანის საზღვრისპირა გადახდების კლირინგში. დაარსებიდან დღემდე, CIPS-მა მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეების ფართო ქსელი შექმნა თითქმის ყველა ძირითად რეგიონში. ამჟამად, CIPS-ის ქსელში 185 ქვეყნის 4700 ზე მეტი საბანკო ინსტიტუცია მონაწილეობს. 2024 წელს CIPS-ის წლიური საქმიანობის მოცულობა 570 ტრილიონ იუანს აჭარბებდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

12.02.2026.17:28

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში 500 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ერთ-ერთ სამართალდამრღვევ მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობები სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ სიჩქარის გადაცემათა კოლოფში მალულად ჰქონდა განთავსებული.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 144 376 ლარი შეადგინა. სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა