ნალექი, ქარი, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში
26.02.2026.09:42
26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +8, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +1, ღამით -9 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +8 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოში უნალექო დღეა, +4 ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში სავარაუდოდ, უნალექო დღე იქნება, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან რუსთავში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.