მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

ნაყინის ნიმუშებში შეუსაბამობები არ გამოვლინდა - სეს

news image

სურსათის ეროვნული სააგენტო, ზაფხულში  გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს აქტიურად ამოწმებს. 

ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების, რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმი.

ამავდროულად, მონიტორინგის პროგრამით, სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე კვლევის მიზნით, სააგენტოს ინსპექტორები სხვადასხვა სახეობის ადგილობრივი და იმპორტირებული ნაყინის ნიმუშს მთელი საქართველოს მასშტაბით იღებენ. აღნიშნულ მაჩვენებლებზე აკრედიტებულ ლაბორატორიაში უკვე  გამოკვლეულია  ნაყინის 100-მდე ნიმუში, ყველა მათგანი შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან.  მიმდინარე წელს   ნაყინის  კიდევ 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპროექტო კომპანიებთან და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა

04.07.2025.17:54

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (CapDev) ფარგლებში, სააგენტოს, საპროექტო კომპანიების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

გერმანელმა სპეციალისტებმა სააგენტოს, საპროექტო კომპანიების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად ინსტიტუციურ, ტექნოლოგიურ და მეთოდოლოგიურ გადაწყვეტებზე იმსჯელეს. განიხილეს უწყებებს შორის არსებული კოორდინაცია და გაუმჯობესების გზები, ასევე ინსტიტუციურ დონეებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მთავარი გამოწვევები და კოორდინაციის გაუმჯობესებისთვის საერთო პრიორიტეტები განსაზღვრეს.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში სივრცითი დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სისტემაში როლების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების ერთობლივი აღქმის ხელშეწყობას.

  • შესაძლებლობების განვითარების პროგრამის(CapDev) მთავარი მიმართულებებია:
  • ქვეყნის დაფარვა სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით
  • მდგრადი ურბანული განვითარება
  • ინოვაციური მიდგომების დანერგვა

პროექტი, „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (LCIP)“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაო პროცესს საკონსულტაციო კომპანია „Thomas Stellmach Planning and Architecture” წარმართავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა