მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

მუნიციპალურმა პროგრამებმა ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნა - ზურაბ აბაშიძე

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების პრეზენტაციას დაესწრნენ. მერიის მიერ განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიაწოდა.
ღონისძიებას, რომელიც დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის, დედაქალაქის მთავრობის წევრები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, განაცხადა, დედაქალაქის მერმა იმ მასშტაბურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთაც დედაქალაქის მერია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ახორციელებს. ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ მიმართულებით პროგრამების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.
„ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი პროგრამები განახორციელა. მუნიციპალურმა პროგრამებმა ჩვენს ათასობით თანამოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ამ პროექტებზე ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისკენაა მიმართული. თანამოქალაქეებზე ზრუნვას კი ჩვენი გუნდი მომავალშიც გააგრძელებს“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
პრეზენტაციაზე მერმა იმ 30 პროგრამაზე ისაუბრა, რომლებსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს და რომლებითაც ყოველწლიურად 0,5 მლნ ბენეფიციარი სარგებლობს.

კახა კალაძემ პრეზენტაციაზე უსახლკაროთა რეგისტრაციის, საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების პროგრამების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 2018 წლისთვის დედაქალაქში 400-მდე უსახლკარო ოჯახი იყო აღრიცხული. მიმდინარე წლის ოქტომბრამდე კი საცხოვრებელი ფართებით ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება.
რაც შეეხებათ სოციალურად დაუცველ საპენსიო ასაკის პირებს, ისინი, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, წლის განმავლობაში 500 ლარის მედიკამენტებს უსასყიდლოდ იღებენ; ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების მოსაკრებელზე სუბსიდია ირიცხება.
თბილისის მერიის სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციაა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამ მიმართულებით ხორციელდება სოციალურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებისათვის 900-ლარიანი დახმარების პროგრამა, ხოლო სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისთვის - 800-ლარიანი დახმარების პროგრამაა გათვალისწინებული.
სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოქალაქეები თბილისის გამგეობებსაც მიმართავენ. ამ დროის მონცემებით, გამგეობების მიერ მოქალაქეთა 460 000 განაცხადია დაკმაყოფილებული.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

30.06.2025.17:05

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა. ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

მანამდე ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა