მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7160.8
-0.0081
flag
AZN 1.5901
-0.0025
flag
CNY 39.109
-0.0081
flag
EUR 3.1114
-0.0163
flag
GBP 3.5949
-0.0192
flag
KZT 55.84
-0.0022
flag
TRY 0.0608
-0.0002
flag
USD 2.7025
-0.0041

მუნიციპალიტეტებში იქმნება რეალურად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შედეგებს ადამიანები საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ - ზურაბ აბაშიძე

news image

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის რიგით მერვე ეროვნულ კონფერენციას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც მოხდა წარმატებული მუნიციპალური პროექტების გამოვლენა და დაჯილდოება.

კონფერენცია ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო რუხაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გახსნა. ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა პროგრამის რვაწლიან შედეგებზე და აღნიშნა, რომ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კულტურა მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად იქცა. აგრეთვე მან დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო, რომლებიც თვითმმართველობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურება.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, მიმართა:

„მადლობა მინდა გადავუხადო ექსპერტებსა და კომიტეტის წევრებს, რომლებიც ამ სტანდარტს ინარჩუნებენ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მუნიციპალიტეტებში იქმნება რეალურად საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა შედეგებს ადამიანები საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ. სწორედ ეს ზრდის ნდობას ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ. ხშირად, როდესაც მუნიციპალური სერვისები კარგად მუშაობს, ისინი თითქმის უხილავია, ასევე შეუმჩნეველი გვრჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ სერვისებს ქმნიან. ეს პროგრამა კი გვაძლევს საშუალებას, სწორედ ასეთ ადამიანებს გადავუხადოთ მადლობა და წარმატება ვუსურვოთ ჩვენი სამშობლოს სამსახურში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

2025 წლის კონკურსზე წარმატებულ პრაქტიკად 14 პროექტი დასახელდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ა.თ.ე.ა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ზურაბ აბაშიძემ ჯილდოები ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს - ნინო ლაცაბიძეს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს - დავით ერემეიშვილს - გადასცა. ღონისძიების ფარგლებში სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ქ. რუსთავის, ხაშურის, სენაკის, ტყიბულის, ქ. ფოთის, ბაღდათის, დმანისის, ზესტაფონის, ყაზბეგისა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ თვითმმართველი ერთეულების მერიების თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმო, სადაც ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ინტერმუნიციპალურ თანამშრომლობასა და ბავშვთა დაცვის პროგრამებზე იმსჯელეს.

ღონისძიებას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

28.03.2026.22:16

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა