მუხიანის აგარაკების რეაბილიტირებულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტები ამოქმედდება
გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების გარკვეულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც დასახლებაშიშესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების სრულად ამოქმედება.
23 აგვისტოდან რეაბილიტირებულ ქუჩებზე მიკროავტობუსები იმოძრავებენშემდეგი მარშრუტებით:
№467– მოემსახურება ნეკრესის, დაისის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებს და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიასთან, კერძოდ, გობრონიძის ქუჩასთანდააკავშირებს;
№499– მგზავრებს გურიის, იაკობის, ტაძრისა და ბორჯომის ქუჩებიდან მიიყვანს „ახმეტელის თეატრთან“, გობრონიძის ქუჩაზე. აღნიშნული მიკროავტობუსი რეაბილიტაციის შემდეგ მოემსახურება რაჭის ქუჩის მოსახლეობასაც;
№461-ის მარშრუტი, რომელი ამჟამად ემსახურება საზანოს, 26 მაისის და ზნაკვის ქუჩებს ვარდისუბნის ქუჩის კვეთამდე, ახალი სქემით ვარდისუბნის ქუჩის ბოლომდეგაგრძელდება;
№500– მოემსახურება მარატ ნოზაძის, გამარჯვების, გურიის და გრემის ქუჩებს იაკობის ქუჩის გადაკვეთამდე და მგზავრებს დააკავშირებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩასთან.
ახალი მარშრუტების ამოქმედებით ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითად სატრანსპორტო კვანძთან დაკავშირებასდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელით სარგებლობასუფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად შეძლებენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.08.2025.16:51
აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ინტენსიური ტრენინგ-კურსი დასრულდა. დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კურსის წარმატებით გავლისთვის დამწყებ გიდებს სერტიფიკატები გადასცა. სასწავლო პროგრამის ფარგლებში ბათუმის ტურის მიმართულებით 20-ზე მეტმა დამწყებმა გიდმა გაიარა გადამზადების პროგრამა. ტრენინგის განმავლობაში მათ შეისწავლეს ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობები, ექსკურსიამცოდნეობა, პროფესია გიდი, ტურის დაგეგმვა, გიდისთვის საჭირო დაწესებულება/ორგანიზაციები და ინტერნეტ რესურსები. ისინი ასევე გაეცნენ გიდის ფსიქოლოგიას, ქალაქის განაშენიანებას და არქიტექტურას, ქალაქ ბათუმის ტურისტულ მარშრუტებსა და პირველადი დახმარების საშუალებებს.
გადამზადების პროგრამის მიზანი იყო ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარება. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას ან პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის დასასრულს მონაწილეებს ჩაუტარდათ გამოცდა, რითიც განისაზღვრა მატი კომპეტენციის დონე და მიღებული ცოდნა. გიდების გადამზადების პროგრამა მაისში დაიწყო და აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდა.