მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებს, სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის დაწყებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა და მათ შორის ფასების ზრდა იყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი - GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი

news image
სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის დაწყებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა და მათ შორის ფასების ზრდა იყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქედელიძემ განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ბაზარზე ფასი, შესაძლოა, უშუალოდ საბაზრო პირობებიდან გამომდინარე გაიზარდოს, თუმცა ასევე შესაძლებელია, გარკვეულ ხელოვნურ ზრდასაც ჰქონდეს ადგილი და, სწორედ, ამ ფაქტორებზე დაკვირვებას ემსახურება ბაზარზე მონიტორინგის დაწყება.
 
„სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება GCCA. ჩვენ განვახორციელეთ ასევე სამედიცინო მომსახურების ბაზრის მომიჯნავე ბაზრის მონიტორინგი - ფარმაცევტულ ბაზარს ვგულისხმობ. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგით გაცემული რეკომენდაციები საფუძველი გახდა ბაზარზე განხორციელებული სისტემური რეფორმებისა. ასევე, გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც რამდენიმე კომპანია დავაჯარიმეთ,"- განაცხადა გიორგი ქედელიძემ.  
 
მისივე თქმით, რაც შეეხება საწვავის ბაზრის მონიტორინგს, წარსულში იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებების გათვალისწინებით, აღნიშნული ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ და, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ფასების ზრდა არასაბაზრო ფაქტორებით, სააგენტო კვლავ დაიწყებს ბაზრის შესწავლას. 
 
„სააგენტოს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ამ ბაზარზე იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებები, შესაბამისად, ეს ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ. ამასთან, ბაზარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოცულობის და სხვა ბაზრებზე გავლენის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს, რომლის შედეგებიც საჯაროა. ვაკვირდებით პირველ რიგში იმას, თუ როგორ იცვლება საცალო ფასები მასზე მოქმედი ფაქტორების, კერძოდ ლარის გაცვლითი კურსის და შესასყიდი საწვავის ღირებულების გათვალისწინებით,"- განაცხადა GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა.
 
გიორგი ქედელიძის თქმით, სააგენტო ასევე ახორციელებს პესტიციდების ბაზრის მონიტორინგს და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე, პირველადი ანგარიში გამოქვეყნდება.
news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე,ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცა

16.09.2025.17:18

უთაისში, ნიკეას ქუჩაზე,ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიმართეს. ირაკლი კობახიძემ და მიხეილ სარჯველაძემ დევნილ მოსახლეობას ახალი საცხოვრებელი სახლები მიულოცეს და სიმბოლურად, ბინების გასაღები გადასცეს.

720 დევნილ ოჯახზე გათვლილი, 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“ განახორციელა და მისმა ღირებულებამ 77 347 872 ლარი შეადგინა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან, 2 940 000 ლარი გამოიყო. 

საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. 

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება - დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 4 ქალაქში მიმდინარეობს. 

• თბილისში, 2426 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 11 კორპუსი შენდება, რომლის მშენებლობის ბიუჯეტიც 243 613 670 ლარს შეადგენს
• რუსთავში, 800 დევნილ ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი 4 კორპუსს აერთიანებს, პროექტის ბიუჯეტი 80 971 596 ლარია;
• ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 7 კორპუსი შენდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 191 012 850 ლარი გამოიყო;
• ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 1 კორპუსი შენდება, რომლის მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს;

ოთხივე პროექტი ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა