მუდამ გვემახსოვრება უწმინდესი მისი კეთილშობილების, კაცთმოყვარეობის და იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მიუძღვის საქართველოს ეკლესიის აღორძინებაში - გიორგი რამიშვილი
სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, ილია II-ის გარდაცვალებას ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: "ძალიან ვწუხვართ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მუდამ გვემახსოვრება უწმინდესი მისი კეთილშობილების, კაცთმოყვარეობის და იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც მიუძღვის საქართველოს ეკლესიის აღორძინებაში და განმტკიცებაში ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. არც ერთი ახალი პროექტი არ დაგვიწყია მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე და სამუდამოდ მადლიერი ვიქნებით იმ სიკეთისთვის და გულუხვობისთვის, რომლითაც ამ კურთხევას გასცემდა.
ვიზიარებთ ყველა ქართველის მწუხარებას ამ უაღრესად პატივცემული დიდი ადამიანის წასვლის გამო ", - წერს გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.
სხვა სიახლეები
პარლამენტის სასახლეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბანერი განთავსდა
19.03.2026.16:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა.
სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. პატრიარქს 22 მარტს, თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.