მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
-0.0023
flag
AZN 1.5943
-0.0006
flag
CNY 38.048
-0.003
flag
EUR 3.1197
-0.0034
flag
GBP 3.5448
-0.0159
flag
KZT 51.74
0.0022
flag
TRY 0.0644
-0.0001
flag
USD 2.7109
-0.0008

„მწვანე სკოლის“ მოსწავლეები სემეკში დამონტაჟებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფუნქციონირებას გაეცნენ

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებს კომისიაში უმასპინძლა და მათ ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი ენერგიების  მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. 

სემეკის თავმჯდომარემ მოსწავლეებს დაათვალიერებინა კომისიაში დამონტაჟებული მზის მიკროელექტროსადგური და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.   

„სემეკი ყოველთვის მასპინძლობს ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, სტუდენტებს. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ მოსწავლეებს ენერგეტიკის შესახებ, რათა მათ შეძლონ პროფესიის სწორად არჩევა. განახლებადი ენერგია მწვანე ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენს. თავის მხრივ,  მწვანე ეკონომიკა არის ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებაზე და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ინფორმირება და მათი ცოდნის დონის ამაღლება აღნიშნულ საკითხებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

სემეკში მოსწავლეების ვიზიტი, „მწვანე სკოლის“ დამამათავრებელი კლასის მოსწავლეების პროფესიული ორიენტირების პროექტის ფარგლებში,  კომპანია „გრინ ენერჯის“ ორგანიზებით განხორციელდა. 

  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც ერთ-ერთი უმსხვილესია მთელ რეგიონში - მარიამ ქვრივიშვილი

04.11.2025.16:38

„ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიცია მოიზიდა ჩვენს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიციაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვისაც," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Eagle Hills – ის მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე საუბრისას.

მინისტრმა მიზანმიმართული ტყუილი და სპეკულაცია უწოდა ოპოზიციური სპექტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პროექტის შესახებ. „ჩვენ ვისმენთ არაერთ მიზანმიმართულ ტყუილსა და სპეკულაციას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინვესტიციასა და მიღწევაზე. ჩვენ გვახსოვს ოპოზიციის პირველადი შეფასებები, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიციის მოზიდვას ჩვენი ხელისუფლება ვერ შეძლებდა. ხელშეკრულების გაფორმებისა და საერთო საწარმოს დაფუძნების შემდეგ კი ვისმენთ, რომ პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მისაღები. ხაზს გავუსვამდი, რომ პროექტის ფარგლებში რეალურად შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გონიოსა და თბილისში. ეს არის ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დეველოპმენტისა და ტურიზმის სექტორებისთვის," - აღნიშნა მინისტრმა. 

მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო Eagle Hills – ის პროექტის თანადამფუძნებელი და პარტნიორია. შედეგად, საქართველოს სახელმწიფო არის როგორც უშუალოდ მიწის, ასევე პროექტის თანამესაკუთრე, რომელიც გონიოსა და დედაქალაქში აშენდება. 

„შედეგად, მივიღებთ გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებს და ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ყოველწლიურ ეკონომიკურ განვითარებაში"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა