მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტით ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეძლევა - ინგა ფხალაძე

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ინგა ფხალაძის შეფასებით, საქართველოს გააჩნია ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. მისი თქმით, ქვეყანას  აქვს  განახლებადი ენერგიის ძალიან სერიოზული პოტენციალი, რომლითაც მონაწილეობას მიიღებს მწვანე ენერგეტიკის დერეფნის პროექტში და ელექტროენერგიის გატარება-მიწოდებაში ევროპისათვის. 

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელშიც საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი მონაწილეობენ,  ერთმანეთთან დააკავშირებს აზიას და ევროპას - პროექტის ფარგლებში  შესაძლებელი გახდება 4 000 მგვტ სიმძლავრის ელექტროკაბელების ზღვის ფსკერზე განლაგება და შესაბამისად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ელექტროენერგიის მიწოდება. ამ პროექტის მნიშვნელობა ძალიან დიდია, ვინაიდან გარდა ელექტროენერგიისა, ასევე მოიაზრება წყალბადის მილის ჩადებაც, რაც, ჯერჯერობით, განხილვის პროცესშია. თავად პროექტი ემსახურება არამხოლოდ რეგიონის ელექტროენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ, ზოგადად, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს" - განაცხადა ინგა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ  მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივის მამოძრავებელი ძალა  იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. 

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის საქართველოს გავლით მიწოდების შესაძლებლობებს. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის საშუალებით  საქართველოს ექნება ევროპასთან პირდაპირი კავშირი - ელექტროენერგეტიკული საზღვარი, რომელიც გეოგრაფიულად არ გააჩნია. 

„შესაბამისად, ჰაბად გარდაიქმნება საქართველო იმ კუთხითაც, რომ შესაძლებელი იქნება პორტების აშენება,  ასევე როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი, რუმინელი, უნგრელი  მოქალაქეების დასაქმება ამ დიდი პროექტის აშენებაში და რეალურად,  ელექტროენერგიისა და წყალბადის ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრების ჩამოყალიბებაში - ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ეძლევა ჩვენს ქვეყანას, რადგან მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, პარალელურ რეჟიმში განიხილება შავი ზღვის კაბელის პროექტიც. მწვანე დერეფნის პროექტის ინვესტიცია, ამჟამინდელი გაანგარიშებით, ათი-თორმეტი მილიარდი დოლარის მოცულობისაა,  რაც არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ძალიან ბევრი კერძო კომპანიის დაინტერესებას იწვევს და სწორედ აქ არის ის შესაძლებლობა, რაც საქართველოს ძალიან სერიოზული ეკონომიკური, ფინანსური გაძლიერებისა და უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვის შანსს აძლევს. პროექტის ფარგლებში ბევრი ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი შესწავლის ფაზაშია. გეგმის მიხედვით, მისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2026 წელს დასრულდება, რის შემდეგაც შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური შესწავლის სამუშაოები დაიგეგმება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

18.11.2025.11:52

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.

„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.

სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა