მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები” სწავლა დაიწყო
მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები 2025" გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გორგაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატური პროგრამის მენეჯერმა თორნიკე ფულარიანმა გახსნეს.
ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება ისეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა და პრაქტიკული სამუშაო, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები, კატასტროფის რისკის შემცირება, უსაფრთხოების წესები კატასტროფების დროს, საფრთხეებისა და მოწყვლადობის შეფასება, რისკის განსაზღვრა.
მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, 50-ზე მეტი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" სამიზნე მუნიციპალიტეტებს.
მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები” ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.17:11
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთის ეროვნული ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი სებ-სა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა. მემორანდუმი ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის როგორიცაა ფინანსური ტექნოლოგიები, საგადახდო სისტემები, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირება და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ყაზახ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და რისკების მართვის, ასევე კიბერუსაფრთხოების შესახებ.
დელეგაციის წევრებს სებ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე შეხვდა, რომელმაც სებ-სა და ყაზახეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარის მიერ ყაზახი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება ნაყოფიერი იქნება.