მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7093
-0.0071
flag
AZN 1.573
-0.0006
flag
CNY 38.87
0.0127
flag
EUR 3.1521
-0.004
flag
GBP 3.6094
-0.0041
flag
KZT 53.68
-0.0013
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6742
-0.0009

მტკვრის ორივე სანაპიროზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა

news image

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. 

როგორც მან აღნიშნა, ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა-განახლების თვალსაზრისით, დეკორატიული განათების მონტაჟი, როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. 

„მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი დეკორატიული განათება მოეწყო. მანამდე იყო დაზიანებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ვიზუალურადაც არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ჩვენს დედაქალაქს შეეფერება. ძალიან მიხარია, რომ ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და სრულად აღდგა. სამუშაოების ფარგლებში, არსებულ და ახალ 48 სვეტზე 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა. სანათები არის თანამედროვე სტანდარტების, გაუმჯობესებული შუქტექნიკური მაჩვენებლებით. 

ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა-განახლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განახლებული დეკორატიული განათება სულ სხვა ელფერს აძლევს ორივე სანაპიროს და მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ და გაწეული სამუშაოსთვის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების დელეგაციას შეხვდა

25.02.2026.13:25

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საფრანგეთის ბიზნეს გაერთიანების (MEDEF) დელეგაციას შეხვდა. დელეგაციაში წარმოდგენილი იყო 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნეს ჯგუფი და კომპანია, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ დელეგაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური პროგნოზებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

აღინიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია. გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგად არის მართული და ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეს დაუახლოვდება.

ნათია თურნავამ სტუმრებს საქართველოს საბანკო სექტორის მდგომარეობაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სექტორში ჯანსაღი ვითარება ნარჩუნდება. ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების გონივრულ პოლიტიკას, რის შედეგადაც რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა.

ასევე აღინიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებებია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინტექის განვითარების მიმართულებებსაც

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აფასებს საფრანგეთთან ხანგრძლივ ურთიერთობას და ფრანგი ინვესტორების ნდობას ქვეყნის მიმართ.

სებ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით უტიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა