მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004

მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე - შსს

news image

შინაგან საქმეთა სამინისტრო მტკვარში გადავარდნილ ავტომობილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი, გადავარდა მდინარე მტკვარში.

შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება

14.05.2025.11:41

ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, რეაბილიტაცია შეეხება ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

 

„პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები სრულად განახლდება. ჩვენ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკამდე უკვე განვახორციელეთ და დარჩენილი მონაკვეთი სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განახლდება. შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ხოლო საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ვიზუალურ გარემოს, ისე სისტემების მდგრადობასა და უსაფრთხოებას. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

მისი თქმით, ქუჩებზე მოეწყობა ტროტუარები, უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; გზის სავალ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დაიგება ასფალტის საფარი; განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები. 

 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გზის იმ მონაკვეთის გაფართოება, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. აღნიშნული გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, რაზეც დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა