მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.8
-0.0395
flag
AZN 1.6014
-0.0083
flag
CNY 39.518
-0.0185
flag
EUR 3.1336
-0.0046
flag
GBP 3.6286
-0.0014
flag
KZT 56.66
0.0027
flag
TRY 0.0616
-0.0003
flag
USD 2.7223
-0.0142

მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია - კახა კალაძე

news image

ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მანვე, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, პატრიარქის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას - ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია. მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ, მისი გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა პატრიარქის როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენა-გაძლიერების გზაზე.

„უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არამხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

17 მარტს, 93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II - საქართველოს საელჩო ვატიკანში

18.03.2026.13:11

საქართველოს საელჩო ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში X საელჩოს ანგარიშზე გამოქვეყნდა. 

„ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თუმცა მისი ლოცვა, მისი მოძღვრება და მისი განუზომელი სიყვარული საქართველოსადმი მარადისობაში გაგრძელდება. დაე მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა, მისი მემკვიდრეობა კი მუდამ გვიძღოდეს წინ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა