მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა

news image

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა

განკარგულებით თანახმად, კომისიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს. სამთავრობო კომისიის წევრები იქნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ თბილისის ვიცე-მერს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს.  - 

ღონისძიების მომზადების, მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვისა და განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი დაფინანსების განაწილებისა და მიზნობრიობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, შექმნას ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი.

კომისიის სამდივნოს ფუნქციას საქართველოს სპორტის სამინისტრო განახორციელებს.

განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომდგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან - სუსი

07.05.2025.20:21

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე, - განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს. 

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომდგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა