მსურველთათვის, როგორ მოხდება მე-12 კლასში სწავლება - განათლების მინისტრის განმარტება
მე-12 კლასში სწავლება იქნება ნებაყოფლობითი და განათლების სამინისტრო მე-12 კლასის გავლის საშუალებას ყველა მსურველს მისცემს. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემა განაცხადა. მისი თქმით, მე-12 კლასის გავლის მსურველმა წინმსწრებად, 6 თვით ადრე უნდა გაიაროს რეგისტრაცია და მის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მას ამ კლასის გავლის საშუალება ექნება. მანვე ზოგადი განათლების რეფორმის დაანონსებისთანავე პოლიტიკურ შეფასებებზეც ისაუბრა, რომელიც აღნიშნული რეფორმის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ძალიან ცხადზე ცხადი გახდა კონკრეტული ადამიანების და პოლიტიკურად ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია. საზოგადოებამ ძალიან მალევე გაიგო, რომ ეს იყო მორიგი სიცრუე და კიდევ მორიგ ჯერზე ამ ადამიანებმა თავისი თავი წარმოაჩინეს იმ კუთხით რომელსაც ისინი ლობირებენ და მთელი ცხოვრება ამ სიცრუით შეუძლიათ, რომ იყვნენ.
რეალობა არის ის, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ამ ადამიანებმაც, რომ ის რაც 11-12 კლასის საკითხს ეხებოდა არანაირად არ ზღუდავდა და არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ბოლონიის პროცესთან, იქ არსად არ წერია, რომ აუცილებლად 12 წლიანი განათლება უნდა იყოს. იქ წერია, რომ 12 წლიანი ატესტატით შეუძლია ევროკავშირის წევრი უმაღლესი სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება საბაკალავრო დონეზე. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ, შევისწავლეთ და სწორედ ამ რეფორმის კონცეფციის ფარგლებში საზოგადოებას ვთავაზობთ, რომ 11 წლიან სწავლებაზე გადავიდეთ. იმიტომ, რომ გაქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ 11 წლის განმავლობაში უზრუნველყოთ ისეთი სრულფასოვანი ზოგადი განათლების მიცემა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რაც მათთვის იმ ფუნდამენტურ ეტაპზე არის საჭირო და ამის შემდეგ თუ კი ვინმეს სურვილი ექნება ნებაყოფლობითობის თვალსაზრისით ჩვენ გავხსნათ მეთორმეტე კლასი მათთვის, ვინც დარეგისტრირდება და წინსწრებით, 6 თვით ადრე, ვიდრე ეს კლასები გაიხსნება - ეს იქნება ღია რეჟიმი და თუნდაც ერთი მოსწავლეც, რომ დაფიქსირდეს, დარეგისტრირდეს და თქვას, რომ მაქვს სურვილი მე-12 კლასი გავიარო, ჩვენ მისთვის გავხსნით მე-12 კლასს მისი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად, გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე და უზრუნველყოფთ ამ მე-12 კლასის სასწავლო პროცესსაც, თუმცა მინდა ვთქვა, რომ 11 კლასის სასკოლო ატესტატს და 12 კლასის სასკოლო ატესტატს საქართველოში ერთი და იგივე იურიდიული ძალა ექნება. ამიტომ როდესაც ეს შევთავაზეთ საზოგადოებას ამ ადამიანებს სასპეკულაციო უკვე აღარაფერი აღარ დარჩათ და კარგა ხანია მათგან ამ საკითხზე არაფერი არ გვსმენია.
საზოგადოება უკვე შეეჩვია მათი მხრიდან დეზინფორმაციულ კამპანიას და ძალიან სწორად და კარგად აფასებენ. ამიტომ საზოგადოების ჩართულობა, მონაწილეობა პროცესებში, რაც ამ რეფორმებთან არის დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რეფორმების წარმატებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
ძალიან პრაგმატული, სწორი ნაბიჯებით მივდივართ, თუმცა ძალიან ბევრი მიმართულება კიდევ განსავითარებელი და დასახვეწი გაქვს - განათლების მინისტრი
17.01.2026.11:25
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განმარტებით განათლების რეფორმის დაანონსების შემდეგ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების აქტიური შეხვედრები მიმდინარეობდა. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გივი მიქანაძემ გადაცემა, აღნიშნულ შეხვედრებზე მათ მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია რეფორმის შესახებ - იყო საქმიანი დისკუსიებიც.
„ფაქტობრივად სრული მხარდაჭერა არის. პირველივე დღიდან, როდესაც საზოგადოებას ეცნობა უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე, არათუ სამინისტროს ხელმძღვანელობა, არამედ პირადად პრემიერ-მინისტრი ჩართული იყო პირდაპირ დისკუსიებში. პირდაპირი შეხვედრები ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. სამ საათზე მეტი გაგრძელდა ეს შეხვედრა. პრემიერმა დეტალურად წარადგინა ამ კონცეფციის მნიშვნელობის არსი. დეტალურად კონკრეტული მაგალითებით განიხილა ეს პროცესი და შემდგომში აბსოლიტურად ყველა დამსწრეს შეეძლო კონკრეტული კითხვის დასმა, რაზეც სრული ამომწურავი და რაც მთავარია არგუმენტებით გაჯერებული პასუხები მიიღო. ჩვენ არაერთი რექტორთა საბჭოს სხდომა ჩავატარეთ. ისევე, როგორც მე ვესწრებოდი რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას. იქ არაერთი შესაძლებლობა იყო იმისა, რომ ეს საკითხები განგვეხილა დისკუსიის რეჟიმში. ოპონირება მომხდარიყო და სწორედ ამის შედეგად იყო ის, რომ 3+1-ს დაემატა კიდევ ერთი წელიწადი. და ეს ჩვენ გავითვალისწინეთ. კონკრეტული ჯგუფების მიერ სპეკულაციური განცხადებებიც იყო. მაგრამ ამასაც გაეცა ამომწურავი პასუხი. ბოლო რექტორთა საბჭო ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ქუთაისში გვქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტში, იქაც მიმდინარე რეფორმის თაობაზე სრული ინფორმაცია გავაცანით. ჩვენ მუდმივად ვაყენებთ საქმის კურსში არამარტო რექტორებს არამედ მთლიანად საზოგადოებას იმის შესახებ, რომ თუ რეფორმა როგორ ხორციელდება. პარალელურ რეჟიმში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მე პირადად მქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით 13 შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან. გუშინ მქონდა დასკვნითი შეხვედრა თბილისში, სადაც თითქმის 400-მდე პედაგოგი მონაწილეობდა და ასევე სკოლის დირექტორები, მშობლები - მინდა გითხრათ სრული მხარდაჭერაა იმ რეფორმებზე, რომელიც დაანონსებულია.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა მნიშვნელოვან მიმართულებას, რასაც პროფესიული განათლება ჰქვია. ჩვენ რამდენიმე წლის წინ, სანამ ბიზნეს სექტორს აქტიურად შემოვიყვანდით პროფესიულ მიმართულებაში - დასაქმება კურსდამთავრებულების გვქონდა სულ რაღაც 24%-ი. დღეს უკვე 79%-ზე ვართ ასული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შედეგი. როდესაც ბიზნეს ვეუბნებით, თქვენ იყავით დამკვეთი რა პროფესიების მიმართულებით გადავამზადოთ კადრები ჩვენ უზრუნველყოფთ უფასოდ მათ გადამზადებას, ოღონდ გარანტირებულად მოხდეს მათი დასაქმება და მათთვის ღირსეული ხელფასის მიცემა. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. რაც მთავარია საზოგადოების მხრიდან არის ნდობა გაზრდილი პროფესიული სასწავლებლების მიმართ და ამასთანავე გაიზარდა როგორც ადგილების რაოდენობა პროფესიულ სასწავლებლებში მისაღები ადგილების და ასევე კონკურსი. მინდა გითხრათ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 17 ათასი ადგილი გამოვაცხადეთ და 23 ათასმა შემოიტანა განაცხადი. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძალიან პრაგმატული, სწორი ნაბიჯებით მივდივართ, თუმცა ძალიან ბევრი მიმართულება კიდევ განსავითარებელი და დასახვეწი გაქვს - და დასამატებელი იმისთვის, რომ სრულად უზრუნველყოთ ბაზრის მოთხოვნები“, - განაცხადა მინისტრმა .