მსოფლიო საპატრიარქოს ინფორმაციით, 22 მარტს თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას
მსოფლიო საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 22 მარტს თბილისში ჩამოვა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაში მიიღებს მონაწილეობას.
„მისი უწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი 2026 წლის 22 მარტს საქართველოს დედაქალაქ, თბილისში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს მისი უწმინდესობის, საქართველოს გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორის სამგლოვიარო პროცესიაში, რომელიც წმინდა სამების ტაძარში გაიმართება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მსოფლიო პატრიარქთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ ქალკედონის უხუცესი მიტროპოლიტი ემანუელი, მთავარეპისკოპოსი აიეტიოსი, პატრიარქის პირადი ოფისის დირექტორი, დიდი არქიდიაკვანი ალექსანდრე, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა, აგრეთვე მსოფლიო საპატრიარქოს პრესისა და კომუნიკაციის სამსახურის დირექტორი ნიკოლაოს-გეორგოს პაპახრისტუ და საპატრიარქოს თანამშრომელი პანაიოტის გრაფიადელი.
სხვა სიახლეები
სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-23 მარტს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
20.03.2026.18:59
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 მარტს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. მათივე ცნობით, თბილისში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.